რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო ღონისძება,B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. სამიტი ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა და მასში ევროპის ქვეყნებიდან 50-მდე საერთაშორისო ბაიერი და საქართველოდან 40 ტურისტული კომპანია მონაწილეობდა.
ბელგიური კომპანია „The Climbing Managers“-ის წარმომადგენელი, ბიორნ ვანდევეგე აღნიშნავს, რომ საქართველო თავისი ბუნებრივი მრავალფეროვნებით ევროპელი ვიზიტორებისთვის გამორჩეული მიმართულებაა. მისი თქმით, ქვეყნის რელიეფი და გეოგრაფიული თავისებურებები მას უნიკალურ გამოცდილებად აქცევს.
„ბელგია იმდენად სწორი და ვაკეა, რომ როდესაც საქართველოში ჩამოდიხარ და ხედავ მთის კალთებს და რომ აქ ყველაფერი ამაღლებულია,ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს. საქართველოზე ჩვენი პირველი შთაბეჭდილება ისაა, რომ ქვეყანა პატარაა, თუმცა საოცრად ლამაზი და მრავალფეროვანი. სულ რაღაც სამი საათის სავალზე უკვე მთაში ხარ, ან ზღვაზე, რაც ჩვენთვის ნამდვილი სამოთხეა“.
ვანდევეგეს შეფასებით, Tarifa Business Summit ბიზნესისთვის ეფექტიან პლატფორმას ქმნის და მრავალმხრივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. „ამ შეხვედრების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მოკლე დროში შეგიძლია გაესაუბრო სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს: ტრანსპორტის, სასტუმროების თუ გიდების მიმართულებით. ჩვენი ბიზნესისთვის აქ ყოფნა ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა,“ აღნიშნა ბიორნ ვანდევეგემ.
B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს და ადგილობრივ პარტნიორებთან B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს.