ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
„სურსათზე გაზრდილი ფასების დადგენის მიზნით შექმნილი კომისია მნიშვნელოვანია იმით, რომ მან უნდა დაადგინოს ის კარტელური გარიგებები, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიან კონკურენციას. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი ეს კომისია და არა იმ მიზნით, რომ აკონტროლოს ფასები და რაღაც პირობები უკარნახოს თავისუფალ ბაზარს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც სურსათის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შექმნას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ბიზნესი არ დაზარალდება და იარსებებს სამართლიანი კონკურენცია.
„ეს მიმართულია იმისკენ, რომ გამოავლინოს არაკეთილსინდისიერი გარიგებები, რომელიც ხელს უწყობენ ფასების ზრდას და მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ. ბიზნესი არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდება, იმიტომ, რომ აქ საუბარი ეხება მხოლოდ და მხოლოდ არაკეთილსინდისიერ გარიგებას. ბიზნესი ყოველთვის მოგებულია, როდესაც არსებობს სამართლიანი კონკურენცია. აქ არ არის საუბარი, არც ფასების კონტროლზე ან რაიმე სხვა ტიპის კონტროლის მექანიზმების დაწესებაზე,“ - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
სურსათის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. კომისიის შემადგენლობა უკვე დამტკიცდა, მას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. წევრები არიან ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, და ჯანდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. სურსათის ფასებზე კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტშიც შეიქმნება.