წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„დღეს, 14 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. N37-თან  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები  სამუშაოებს დღეს, 14 დეკემბერს, ღამის 23:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 14 დეკემბერს, ღამის 22:00 საათიდან 15 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ვარკეთილი ზემო პლატოს II მ/რ-ის N28, 29, 30, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N37, 43.

დღეს, 14 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში,  ე.ანდრონიკაშვილის ქ. I შესახვევში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  14 დეკემბერს 11:00 საათიდან 14 დეკემბრის  19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გლდანის რაიონში: სარაჯიშვილის ქ. N 35-77 (კენტებს) რიონის ქუჩას შესახვევებით, მორის ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთელი და გელა ჭედიას ქუჩებს. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.