თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს. 

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროს მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო შეჩერებული.

ამ ეტაპზე, თბილისის მეტროპოლიტენის ორივე ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.