1777062357
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 27 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ტოვსტონოგოვის, ოცდაექვსი მაისის, პასტერის, გია ყანჩელის, ივანე ჯავახიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II, კრწანისის, გორგასალის და კაციტაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.












