შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

ნათურა

კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 1 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ჯუმბერ ლეჟავას, აჩაბეთის, გიორგი დეკანოზიშვილის, თემურ ქევხიშვილის, წყალსადენის, თამარ ღვალაძის, თეოფანე დავითაიას, ვაზის, ზურაბ პატარიძის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების და ალექსანდრე როინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.