შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გაითიშება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, პირველ ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ელიას მთის, იოანე ზოსიმეს, ალექსანდრე როინაშვილის, ვაზის, ჯუმბერ ლეჟავას, ზურაბ პატარიძის, თემურ ქევხიშვილის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, წყალსადენის, გიორგი დეკანოზიშვილის,  ბიძინა ჩოლოყაშვილის,  მამისაანთუბნის,  აშოტ კურაპალატის,  ღვინის, თამარ ღვალაძის, იოანე ზოსიმეს, აჩაბეთის და დავითაიას ქუჩების  მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.