1765919119
საბურთალოს რაიონის გამგეობამ N161 საჯარო სკოლაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა
საბურთალოს რაიონის გამგეობა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, სამუშაო პროცესი N161 საჯარო სკოლაში დასრულდა. რეაბილიტირდა 500 კვ. მ ფართობის სპორტული მოედანი. პროექტის ფარგლებში, განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი. პროექტის ღირებულება 83 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ ნიჟარაძე გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა 9 საჯარო სკოლაში აწარმოებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.










