რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის მთავარი მიზანი მეწყრული პროცესების პრევენცია და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო.
„ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობის დეტალური შეფასების შედეგად გამოიკვეთა გრუნტის მდგრადობასთან დაკავშირებული რისკები, რაც გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებდა. სამუშაოების ფარგლებში, ფერდი დატერასდა, მოეწყო 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რომელიც გრუნტის მდგრადობას უზრუნველყოფს და ფერდის ჩამოშლის რისკს მინიმუმამდე ამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ეფექტიანი მართვის მიზნით მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად ფერდი გამაგრდა და მიმდებარე ტერიტორია გახდა სრულიად უსაფრთხო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ არეალში მცხოვრები მოსახლეობისა და საჯარო სკოლისთვის.