ხვალ წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„24 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის III მ/რ, I კვ. N4-თან მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 24 მაისის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:
ნუცუბიძის 3 მ/რ-ს მე-2 და მე-3 კვარტლებს და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.