1765830524
ყველაფერი წყალში ჩავყარეთ | ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში „ომონია არადიპოუმ’’ ლარნაკაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი’’ 1:0 დაამარცხა. ამ მარცხით ქართველი მწვრთნელის გუნდის 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.
ქართველი სპეციალისტი იმედგაცრუებული იყო. მან კომენტარი 95-ე წუთზე გაუქმებულ გოლთან დაკავშირებითაც გააკეთა:
„სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან მატჩში სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. მთელი ის ძალისხმევა, რაც ბოლო 2,5 თვის განმავლობაში გავწიეთ, წყალში ჩაიყარა... ისევ იმ პოზიციაში აღმოვჩნდით, სადაც ვიყავით. ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით. ბოლოს გოლი გავიტანეთ, მაგრამ გაგვიუქმეს. არ ვიცი, იქ რა მოხდა.“
განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე











