„სადღაც გავაჩერე და ვერ ვპოულობ“ | მერაბს მანქანის პოვნაში ფანი დაეხმარა

 „სადღაც გავაჩერე და ვერ ვპოულობ“ | მერაბს მანქანის პოვნაში ფანი დაეხმარა

მერაბ დვალიშვილი უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა და ფანის დახმარება დასჭირდა. პიოტრ იანთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ „მანქანა“ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა და ლას ვეგასში ყოფნისას კურიოზი შეემთხვა.

დვალიშვილმა საკუთარი ავტომობილი ერთ-ერთი სასტუმროს პარკინგზე გააჩერა, მაგრამ დაავიწყდა, სად და მანქანას ვეღარ პოულობდა. ქართველი მებრძოლი ავტომობილს ფეხით ეძებდა, როდესაც მასთან გულშემატკივარი მივიდა და შესთავაზა, ძებნა მისი მანქანით გაეგრძელებინათ.

„სალამი ბიჭებო. მოგესალმებით, მერაბი, რაული და კაილა. აქ, სადღაც დავიკარგე და რაული მეხმარება. ავტომობილით რამდენიმე ადგილას მიმიყვანს და ჩემს მანქანას ვიპოვით. აი, რა ხდება, როდესაც სახეში ბევრ დარტყმას იღებ. სადღაც გავაჩერე და ვერ ვპოულობ“, – ამბობს მერაბი ზემოთ ხსენებული ქომაგის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე