ნოემბრის მატჩები - საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე და კაკაბაძე გამოაკლდნენ

 ნოემბრის მატჩები - საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე და კაკაბაძე გამოაკლდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის (15 ნოემბერს ესპანეთთან, 18 ნოემბერს ბულგარეთთან) მზადებას 10 ნოემბერს დაიწყებს.

ტრავმების გამო ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს „ვილიარეალის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე ვერ დაეხმარებიან. მათ ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში ლიმასოლის „არისის“ ფორვარდი გიორგი ქვილითაია, და უკრაინული „ჩერკასის“ ფეხბურთელი, შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა.

განაგრძე კითხვა