ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
1768682453
ლა ლიგის მე-20 ტურში „ვილიარეალი“ „ბეტისს“ ესტუმრება. მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და ქართველი ფორვარდის პროგრესი შეაფასა. მარსელინოს თქმით, მიქაუტაძის ადაპტაციის პერიოდი სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გუნდმა ზაფხულში დაგეგმილზე მასშტაბური რეორგანიზაცია განიცადა:
„ეს ლოგიკური პროცესია. ჩვენ იმაზე მეტი ცვლილება განვახორციელეთ შემადგენლობაში, ვიდრე ვგეგმავდით, რაც ბაზრის პირობებმა განაპირობა. გიორგის მოუწია ახალ ლიგასთან და განსხვავებულ სათამაშო სტილთან შეგუება — ეს ყველაფერი ერთ დღეში არ ხდება. ის ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ადაპტაციის პარალელურად, მისი შედეგიანობაც მოიმატებს.“