„გამოკვლევებს უნდა დაველოდოთ“ - რა თქვა ენრიკემ კვარას ტრავმაზე 

ენრიკე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.  

პარიზული გუნდისთვის ეს მატჩი მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმის გამო 3 ფეხბურთელი გამოაკლდა. დღევანდელ შეხვედრაში სხვადასხვა დაზიანების გამო უსმან დემბელეს და დეზირე დუეს არ უთამაშიათ, დღეს კი ტრავმების გამო მოედნის ნაადრევად დატოვება ბერალდოს, ლის და, სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასაც მოუწიათ. მათ შორის ყველაზე მძიმე ბერალდოს დაზიანებაა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.  
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „პსჟ-ის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა და ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა.  
რა თქვა ენრიკემ:

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ეს განსაკუთრებული მატჩი იყო და მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ. ამ მოგებას კიმპემბეს ვუძღვნით. ის წარმოუდგენელი მოთამაშე იყო, გუნდისთვის განსაკუთრებული ფიგურა. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. რთული მატჩი იყო, რადგან ტრავმების გამო ცვლილებების გაკეთება მოგვიწია და ეს ყოველთვის მძიმეა...“
განაგრძე კითხვა