„დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს“ | რას წერენ ხვიჩას ტრავმაზე საფრანგეთში

„გამოკვლევებს უნდა დაველოდოთ“ - რა თქვა ენრიკემ კვარას ტრავმაზე 

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 იმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 30-ე წუთზე, ტრავმის გამო, მოედნის დატოვება მოუწია. „

პარი სენ-ჟერმენის“ საკადრო პრობლემებზე ფრანგულმა გამოცემებმა დაწერეს და Le Parisien-ის მიხედვით, „კვარასა“ და კანგ-ინ ლის მსუბუქი დაზიანებები აქვთ. იგივე ინფორმაცია გაავრცელა კლუბთან დაახლოებულმა პორტალმა, Allezparis-მა და საკუთარ სტატიაში ხვიჩაზეც ისაუბრა.

განაგრძე კითხვა