დასანანი მარცხი ჩიტასთან - წინ მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩია

რაგბი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. თბილისში, ირლანდიელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ბორჯღალოსნებმა „ჩიტასს“ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე მეტოქეს ამარცხებდნენ კიდეც, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 20:24 დამარცხდნენ.

პირველი ნახევარი მასპინძლებმა 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს. „ჩიტასის“ შემადგენლობაში თითო ლელო ნტოკოზო მაკჰაზას და ალი მგიჯიმას ანგარიშზეა, რასაც სტუმართა რიგებში შალვა აფციაურმა უპასუხა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი კარგი კომბინაციის და გვირგვინებით აიღო, ხოლო გარდასახვა თედო აბჟანდაძემ დაარტყა ზუსტად, რომელიც მოედანზე ბორჯღალოსნების რიგით 37-ე კაპიტნის ამპლუაში იყო გასული.

განაგრძე კითხვა