ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნახევარფინალშია - პარიზელებმა მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხეს (2:0). მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა:
90min: მატჩი ჩვეულ დონეზე ჩაატარა. პირველივე წუთებიდან კარგ ფორმაში იყო და მოტივირებული ჩანდა. ახლოს იყო ასისტთან ორ შემთხვევაში (დუე და ბარკოლა), 31-ე წუთზე კი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გოლის გატანაც შეეძლო. ეხმარებოდა გუნდს დაცვაში, არაერთხელ დაბრუნდა საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვის შემდეგ, კონტრპრესინგში კი როგორც ყოველთვის 100%-ით იხარჯებოდა...