ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
„ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი სექტემბრის ბოლოს, „გალათასარაისთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ გუნდში დაბრუნდა და უახლოეს დღეებში სავარჯიშო პროცესშიც ჩაერთვება. ბრაზილიელის არყოფნისას, ის გიორგი მამარდაშვილმა ჩაანაცვლა, თუმცა ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ ალისონის დაბრუნების შემდეგ ქართველი მეკარე კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. ეს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგის უახლოეს ტურში, „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში მოხდება, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება.
„ლივერპულში“ მეკარეების გარშემო შექმნილ ვითარებაზე კლუბის ყოფილმა მეკარემ, კრის კირკლენდმა ისაუბრა. ვეტერანმა მეკარემ განაცხადა, რომ ალისონის დაბრუნებით, გიორგი მამარდაშვილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
რას ამბობს კირკლენდი:
„მამარდაშვილის მდგომარეობის კარგად მესმის, ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ამას სწორედ მაშინ ხვდები, როდესაც კონტრაქტზე ხელს აწერ. ის თამაშებს კიდევ მიიღებს, რადგან წინ ბევრი მატჩია. ახლა მას სათამაშო წუთების თვალსაზრისით მცირე პროგრეს აქვს. არ ვიცი, როგორ არის ალისონი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მწვრთნელი საგონებელში იქნება. ალბათ, მაინც ვიტყვი, რომ თუ ალისონი ფორმას აღიდგენს, შემადგენლობაში დაუყოვნებლივ დააბრუნებს.“
განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე