წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1751911691
ჩარლზ ილივეირასთან გამარჯვება ილია თოფურიასთვის ზედიზედ მე-8 „დაფინიშება“ იქნებოდა, რომ არა ჯოშ ემეტი, რომელიც „ელ მატადორის“ ერთადერთი მეტოქეა, ვინც ქართველს ოქტაგონზე ხუთივე რაუნდი გაუძლო და მის დარტყმებს 25 წუთი იღებდა.
2023 წლის 24 ივნისს ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ხუთივე რაუნდში გამარჯვებულად ილია დასახელდა. შეხვედრა ქართველი მებრძოლის დომინირებით მიმდინარეობდა და სრულიად დამსახურებულად, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
MMA Junkie-სთან საუბრისას ემეტმა განაცხადა, რომ თოფურია არ არის ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე მეტოქე, რომელთანაც მას უბრძოლია. ასეთად ის დენ იგეს ასახელებს, რომელსაც UFC 269-ზე შეხვდა და დაამარცხა.
„რა თქმა უნდა, თოფურია ძლიერად ურტყამს, მაგრამ სუფთა ძალის თვალსაზრისით, თუ შევხედავთ, მას ძლიერი მუშტიც მიმიღია. ილიას შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფეხის მოძრაობაც ძალიან კარგია. ის ყოველთვის ძალიან კარგ პოზიციაშია. ძალიან სწრაფია, აკურატულია და ზუსტია. ამიტომ...“