რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აზიარებს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
„სატურნი ვერძში გადავიდა, დღეს, 14 თებერვალს, 04:13-ზე და დარჩება 2028 წლის აპრილამდე. დიდი ხნით არა, როგორც ნეპტუნი, თუმცა, ისეთ რევიზიას ჩაატარებს, ისეთ შეზღუდვებს დააწესებს და ისე წამოარტყამს ცეცხლოვან ვერძებს თავში (სამედიცინო ასტროლოგიაში ვერძის სუსტი ზონა თავია) რომ...
ასტროლოგიაში შაბათი სატურნის დღეა, თანაც დღეს მთვარეც სატურნშია და ყველანაირი მითითებაა იმაზე, რომ სატურნზე ვისაუბროთ.
ძვირფასებო, პირველ რიგში ვალენტინობას გილოცავთ, აღნიშნავთ თუ არა სიყვარულის დღეს, მუდამ იყოს სიყვარული თქვენს გულებში საკუთარი თავის, ახლობლების და ზოგადად, სამყაროს მიმართ.
ახლა ისევ დავიბრუნოთ სერიოზულობა, სატურნი მოითხოვს :)) და ასტროლოგიას დავუბრუნდეთ.
სატურნი არის კარმის, დროის მკაცრი მასწავლებელი, სალი კლდე, რომელიც არ გვპატიობს შეცდომებს და რომელიც მკაცრი გამოცდებით გვასწავლის როგორ გამოვასწოროთ შეცდომები და დავსერიოზულდეთ, მოვაწესრიგოთ, შეგვზღუდოს, გამოგვწვრთნას, რათა გავძლიერდეთ, გავკაჟდეთ. სატურნი მოითხოვს გამოვავლინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა იმ სფეროების მიმართ, სადაც თავადაა სტუმრად. ანუ თუ სატურნი ვერძშია, სასწორებს პარტნიორობის თემა გიაქტიურდებათ, თხის რქას - ოჯახის მიმართ მოგეთხოვებათ მზრუნველობა და პასუხისმგებლობა, ხოლო კირჩხიბს - კარიერის თემაში და ა.შ. ნუ დაგვავიწყდება, სატურნი არის კანონი, ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო. უხუცესი და მკაცრი შემფასებელი.
რა შეიძლება მოიტანოს სატურნის ვერძში გადასვლამ სამყაროში? სატურნი ვერძში დაცემულია. შეიძლება მივიღოთ მკაცრი კანონი, წესრიგის დამყარების სურვილი. მკაცრი და აგრესიული პასუხი მათ დარღვევაზე. იქნება ძალის გამოვლენა კანონის სახელით, შეიძლება ზოგიერთი გეგმა ჩაიშალოს, ადამიანებმა მიიღონ იმპულსური გადაწყვეტილება და ხანგრძლივი კავშირები გაწყდეს. ცვლილებები იქნება სამხედრო საქმიანობაშიც, ომის თემაშიც. არაა გამორიცხულ იყოს პროტესტები, გამკაცრებული, შემზღუდველი წესების და კანონების წინააღმდეგ გამოსვლა.
სატურნი ვერძში ცოტა ხნით უკვე იყო 2025 წლის მაისი-სექტემბრის პერიოდში; შეგვამოწმა. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 1996 წლიდან 1099 წლამდე, სწორედ ამ წლებში იყო სატურნი ვერძში. რა თემაზე მოგიწიათ პასუხისმგებლობის აღებამ? თუ გაიხსენებთ კარგი იქნება.
ვინ იგრძნობს სატურნის ვერძში გადასვლას ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ვერძები (და ისინი, ვისაც ვერძის პირველ-15 გრადუსში გაქვთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები) და ისინი, ვისაც პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ თევზების 27-30 გრადუსში. თუ კირჩხიბის, სასწორის, თხის რქის პირველ-20 გრადუსში და ტყუპის, ქალწულისა და მშვილდოსნის 22-30 გრადუსში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები, მეტი ძალისხმევა უნდა გამოავლინოთ სასურველის მისაღწევად. იქნება დაბრკოლებები და შეზღუდვები. ხოლო თუ ლომის, მშვილდოსნის პირველ 20 გრადუსში და კირჩხიბის, მორიელის, თხის რქისა და კუროს 22-30 გრადუსში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები, ცოტა მეტად გაგიმართლებთ, თუმცა, სერიოზულობისა და პასუხისმგებლობის გამოვლენა აუცილებლად მოგეთხოვებათ.
სატურნის გადასვლაზე ვერძში ცოტათი უკვე შევეხე თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზში, მაგრამ ახლა ვეცდები, ცოტა უფრო ვრცლად აგიხსნათ რას მოგიტანთ სატურნში ვერძის გადასვლა და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით და გაიხსენეთ, თავად სად გყავთ სატურნი და რას მოითხოვს თქვენგან:
ვერძი:
ძვირფასებო, სატურნის სტუმრობა იოლი და ხუმრობა ნუ გგონიათ. უნდა გახდეთ სერიოზული, მკაცრი და გამოავლინოთ პასუხისმგებლობა. მოგიწევთ დროისა და წესების დაფასება. ისეთი ჯიუტი და თავისნათქვამა ვეღარ იქნებით; სატურნმა რქებუნები რომ არ წაგამტვრიოთ. შეიძლება დაიწყოთ წონის კლება, რაღაც აკრძალვები და შეზღუდვები დაუწესოთ საკუთარ თავს. ზოგიერთი დაიწყებთ ვარჯიშს. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მარტოსული ხართ ან თავად მოგინდებათ განმარტოება; გარშემო მყოფებისთვის კი ცივი და მკაცრი გახდებით. ზოგიერთი დაიწყებთ მკაცრი სამოსის, ფორმის ჩაცმას. რადგან სატურნი თქვენს ნიშანშია, ეცადეთ, მეტი დრო და რესურსი ჩადოთ თქვენს პიროვნულ განვითარებაში, ახლა დაიწყეთ იმის კეთება, რაც გსურთ, რომ მომავალში თქვენი პროფესია გახდეს.
კურო:
თქვენ ძალიან გიჭირთ რაღაცის მოშორება, რაღაცასთან განშორება, შეჩვეული ჭირი გირჩევიათ და სატურნი მოგაცილებთ ყველაფერ ზედმეტს, რასაც არ მოაქვს სარგებელი. უმეტესობა გათავისუფლდებით უსაფუძვლო შიშებისა და ნერვიულობისგან. მოხდება ღირებულებების გადაფასება და მიხვდებით, რომ იმაზე უკეთესი ხართ, ვიდრე გეგონათ. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. დაუთმეთ მეტი დრო დასვენებას, გამოძინებას, ჩაიტარეთ მკურნალობის სრული კურსი. შეზღუდეთ მავნე საკვების მიღება აგრეთვე, უარი თქვით ყველა მავნე ჩვევასა და თვისებაზე. დანერგეთ სასარგებლო ჩვევები, მიიღეთ ნატურალური ვიტამინები და მინერალები. 2028 წლის აპრილში სატურნი თქვენს ნიშანში გადმოვა და მას მომზადებული, გაზრდილი და დასერიოზულებული უნდა დახვდეთ. ზოგიერთს უფრო მეტად მოგინდებათ განმარტოება, ასკეტურობა, ზოგიერთმა კი შეიძლება განმარტოებით (ან დახურულ დაწესებულებაში) მოინდომოთ მუშაობა. თუ ფარული შემოსავალი გაქვთ ან სასიყვარულო ურთიერთობა, ან მოიშორებთ, ან დააკანონებთ. ზოგიერთს ამ პერიოდში შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა გაგიტაცებთ ან კლდოვან, ცივ ადგილებში.
ტყუპი:
ჩამოაყალიბეთ, რისი მიღწევა გსურთ მომავალში, რა უნდა გააკეთოთ ახლა, რომ მომავალში მიიღოთ შედეგი. თუ პროექტის განხორციელებას აპირებთ ან ახალი ბიზნესის დაწყებას, გვერდით დროით გამოცდილი, სერიოზული პარტნიორები უნდა გყავდეთ. ნუ გგონიათ, რომ იოლად მიიღებთ რამეს, თუმცა, გამარჯვება სტაბილური და ხანგრძლივი იქნება და დიდი ხნის განმავლობაში მოგიტანთ სარგებელს. აქტიურად გამოიყენეთ თქვენი საქმიანობისთვის ინტერნეტი, მომავლის ტექნოლოგიები. კარგი იქნება ახალი პროფესიის ათვისება. თუ შეყვარებული ხართ, გაასერიოზულებთ ურთიერთობას, ზოგიერთს კი მეორე ოფიციალური ქორწინება გელოდებათ. ხოლო, თუ თავისუფალი ხართ, მეგობრებს სთხოვეთ, რომ გაგაცნონ სატურნის შესაფერისი პიროვნება.
კირჩხიბი:
სატურნი კარიერის თემას დაგილაგებთ. მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ. სამსახურში მოიმატებს ვალდებულებები; დაწინაურდებით, მაგრამ ცოტა ხანში მიხვდებით, რომ ზედმეტი ტვირთი წამოიკიდეთ ზურგზე. ოფისში შეიძლება იყოს მოულოდნელი და მკაცრი შემოწმება. გარდა ამისა, თუ შეყვარებული ხართ, ახლა უნდა დააკანონოთ ურთიერთობა, ოფიციალური გახადოთ ან თუ დაშორებული ხართ, - ოფიციალურად განქორწინდეთ. თუ სწავლობთ, უნდა მიიღოთ საბუთი. ანუ ყველა სფერო, რაც სტატუსს შეეხება, უნდა იყოს იურიდიულად დამოწმებული და დაკანონებული. თავად უნდა გამოავლინოთ მოთმინება, პასუხისმგებლობა, უნდა გაიზარდოთ და წესებიც უნდა დაიცვათ; ბუტიაობა და ჭირვეულობა აღარ გაგივათ. პატივი ეცით ასაკით და თანამდებობით უფროს ადამიანებს.
ლომი:
სატურნი ვერძიდან გეხმარებათ უცხოელებთან და საზღვარგარეთ საქმეებისა და ურთიერთობების გაუმჯობესებაში. თავად თქვენგან ითხოვს პასუხისმგებლობას უცხოეთის თემების (სწავლა, სიყვარული, მოგზაურობა), იურიდიული საკითხების (დოკუმენტების გაფორმება) და პედაგოგობის მიმართ. კარგი დროა, რომ სერიოზულად მოეკიდოთ უცხო ენის შესწავლას, გაასერიოზულოთ რომანტიკული ურთიერთობა უცხოელ პარტნიორთან (ოფიციალურად დაარეგისტრიროთ), გააბათ საზღვარგარეთ საქმიანი კავშირები ან სულაც გაემგზავროთ სამუშაოდ, საცხოვრებლად, დასაფუძნებლად. თუ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით, მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა გამოავლინოთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ, რომ მიიღოთ უმაღლესი განათლება ან აიღოთ დიპლომი. თუ შვილიშვილები გყავთ, მეტი დრო უნდა დაუთმოთ მათ აღზრდას.
ქალწული:
დაკვირვებით და დროულად უნდა გადაიხადოთ გადასახადები და ვალები. შეიძლება შეგიწყდეთ ფულადი დახმარება სახელმწიფოსგან ან პარტნიორისგან ან შეიძლება თქვენს პარტნიორს შეეზღუდოს ფინანსები. მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ საბანკო საკითხების მოგვარებისას. თუ რამის ყიდვას აპირებთ განვადებით, ეს უნდა იყოს სერიოზული ფულის დაბანდება (თუნდაც, უძრავ იქნებაში, სწავლაში) და არა გასართობი ნივთი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ფულის მოგროვებას, მცირედ თანხასაც კი. ფულის დაბანდებას თუ აპირებთ, იურიდიულად გააფორმეთ ყველაფერი, ძალიან ახლობლებთანაც რომ გიწევდეთ პარტნიორობა.
სასწორი:
დღეიდან სხვებზე გადაყოლილი ვეღარ იქნებით. ახლა იოლად ჩამოიცილებთ ყველა იმ ადამიანს, პარტნიორი იქნება, მეგობარი თუ კლიენტი, ვინც არ გაფასებთ ან ბოროტად სარგებლობს თქვენი სიკეთით. გამყარდება ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც თქვენი ერთგულია და ერთ იდეას, საქმეს ემსახურებით. სამსახურშიც და ოჯახშიც გადაანაწილეთ ვალდებულებები ანუ თქვენი საყვარელი ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ. სხვებთან უფრო მომთხოვნი უნდა იყოთ და თავადაც გამოავლინოთ პასუხისმგებლობა. თუ შეყვარებული ხართ, გადაწყვეტთ ოფიციალურად დაქორწინებას, თუ სამსახურში არ გაფასებენ, დროა წამოხვიდეთ. ხოლო, თუ მეუღლესთან ცხოვრება გახდა აუტანელი, - დაშორდეთ. ზოგიერთს პარტნიორის გამო ან თავად მან შეიძლება გარკვეული შეზღუდვა დაგიწესოთ.
მორიელი:
სატურნი მოგიწესრიგებთ სამსახურის და ყოველდღიური ვალდებულებების თემას. მეტი დაკვირვება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართაც. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი (კარგი იქნება, თუ აუკრძალავთ საკუთარ თავს მავნე პრიდუქტების ჭამას); ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ნურც მსუბუქ ვარჯიშს დაივიწყებთ. იზრუნეთ ძვალ-სახსროვან სისტემაზე, თმასა და კვებაზე. სამსახურში მოერიდეთ კოლეგებთან სიცივეს, დისტანციას. გამოავლინეთ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ, მაგრამ სხვის საქმეებს თქვენ ნუ გააკეთებთ. შეიძლება დაგემატოთ ვალდებულება და ზოგჯერ თავი შეზღუდულადაც კი იგრძნოთ დამატებითი საქმეების გამო; იქნება ბევრი შემოწმება. ამიტომ, თუ ბუღალტერი ხართ, ეცადეთ, დოკუმენტები წესრიგში გქონდეთ. ზოგიერთი სახლში საოპერაციოსმაგვარ სისუფთავეს დაამყარებს, ზოგი კი სახლიდან ძველ, დაზიანებულ ნივთებს მოიცილებს.
მშვილდოსანი:
უფრო სერიოზული უნდა გახდეთ პირადი ურთიერთობების მიმართ. შეიძლება შეამციროთ ან საერთოდ უარი თქვათ რომანტიკულ თავგადასავალზე. ზოგიერთი კი დაშორდეთ კიდეც პარტნიორს ან გაასერიოზულოთ და მეტად იზრუნოთ საყვარელ ადამიანზე. პასუხისმგებლობა უნდა გაასმაგოთ შვილების მიმართაც. დაეხმარეთ მათ სირთულეების გადალახვაში. ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება რაღაც აუკრძალოთ, შეუზღუდოთ კიდეც, მათივე კეთილდღეობისთვის. კარგი იქნება, თუ შვილის სახელზე გახსნით ანაბარს. შეამცირეთ გართობა და განსაკუთრებით, აზარტული თამაშები. თუ გაქვთ ჰობი გაასერიოზულეთ, რათა მიიღოთ მატერიალური სარგებელი და წარმატება მისგან. ან თუ ხვდებით, რომ მასზე ბევრი ფული გეხარჯებათ, მოგება კი არ მოაქვს, მოიცილეთ. აგრეთვე, მოიცილეთ ყველაფერი, რაც გართმევთ სიხარულის, სიამოვნების განცდას, ფულს.
თხის რქა:
სატურნი თქვენი მმართველია და შესისხლხორცებული გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობაც და ვალდებულებებისაც. მაგრამ ახლა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ყურადღება ოჯახზე, უძრავ ქონებაზე, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობაზე უნდა მიმართოთ. მოაწესრიგეთ საოჯახო არქივი, საბინაო დოკუმენტები. მოგემატებათ პასუხისმგებლობა და ვალდებულება თუნდაც დაქორწინებთ, პარტნიორზე ზრუნვით. კარგი იქნება, შეიძინოთ უძრავი ქონება, დაფუძნდეთ (ან თუ უცხოეთში ხართ, მიიღოთ ოფიციალურად ცხოვრების/მუშაობის დოკუმენტი); ბინაში გააკეთოთ რემონტი ან გადააადგილოთ ავეჯი. ზოგიერთი კი მოემზადოთ შვილის დაბადებისთვის და მოაწყოთ საბავშვო ოთახი. ერთ-ერთი ოჯახის წევრი კი შეიძლება სახლიდან წავიდეს (უცხოეთში გაემგზავროს ან დაქორწინდეს, სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად). ზოგიერთი სახლში გადაწყვეტთ მუშაობას და გამოყოფთ ბინაში ადგილს, სადაც იმუშავებთ, მოიწყობთ ოფისს, კაბინეტს.
მერწყული:
სატურნი თქვენი ერთ-ერთი მმართველია და თქვენც დაბადებიდან იცით რას ნიშნავს ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. ახლა ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ურთიერთობებს და-ძმებთან, მეზობლებთან, შეიძლება მათ თქვენი მზრუნველობა სჭირდებათ ან ცოტა სიმკაცრე უნდა გამოამლინოთ. აგრეთვე მიაქციეთ ყურადღება სწავლას, იქნება ეს სასწავლო, თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ავტომობილის მართვის. ხოლო, თუ თავად გადაწყვეტთ პედაგოგობას, მაქსიმალური დაკვირვება, პასუხისმგებლობა და ზოგჯერ სიმკაცრეც უნდა გამოავლინოთ. თუ გიწევთ ინფორმაციის გავრცელება, გადაამოწმეთ ფაქტები. თუ ბიზნესის დაწყებას აპირებთ, სატურნის ყველა თვისება უნდა გამოავლინოთ. მართალია, შედეგი მომენტალური არ იქნება, მაგრამ საქმიანობა იქნება ხანგრძლივი, დროს გაუძლებს და სტაბილური. სატურნი კი კარგ ასპექტს აკეთებს თქვენს ნიშანთან და როგორც უკვე გითხარით, თქვენი ერთ-ერთი მმართველიცაა, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეგიზღუდავთ კომუნიკაციას არასაჭირო ადამიანებთან. თუ საბუთები გაქვთ გასაფორმებლი ან დოკუმენტები შესადგენი - ზედაპირულობას და დაუკვირვებლობას სატურნი არ გაპატიებთ.
თევზები:
აბა როგორხართ, ჩემო ძვირფასებო? სატურნი ბოლო 2 წლის განმავლობაში თქვენს ნიშანში იყო და გარკვეული შეზღუდვა, აკრძალვა და სიმკაცრე უნდა მოეტანა თქვენთვის. სატურნი დღეს უკვე მოგშორდებათ, თუმცა ახლა მკაცრი მასწავლებელი თქვენი ფინანსების სფეროში გადადის და იქ დაგიდგენთ ახალ წესებს. ისწავლით ფულის გადანაწილებას, ბიუჯეტის დაგეგმვას, ფულის ფლანგვას კი გადაეჩვევით. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ფულის მოგროვებას. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ზოგიერთს შეიძლება შეგეზღუდოთ სხვის ხარჯზე ცხოვრება, დახმარება. აწარმოეთ აღრიცხვა, ვის ასესხეთ ფული, ან ვინ უნდა გადაგიხადოთ და როდის უნდა ჩაგაბარონ. კარგი იქნება, თუ დაიცავთ მსუბუქ დიეტას, თუ მეტად იზრუნებთ საკუთარ ძვლოვან სისტემაზე, ივარჯიშეთ, მაგრამ მსუბუქად, ზურგის, მუხლების გასაძლიერებლად,-წერს ანა მზიანი.