აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
1788984809
ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნანიკო ქავთარაძემ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაოჯახება სურს, ერთ-ერთი გავრცელებული რჩევა გააზიარა. მისი თქმით, წითელი წინდების შეძენითა და გარკვეული რიტუალის შესრულებით, შესაძლებელია „მომავალი მეუღლის შეკვეთა“.
„ვისაც დიდი ხანია გათხოვება გინდათ და არ გამოგდით, ერთ ხერხს გასწავლით, როგორ უნდა მოაგვაროთ მარტივად და სწრაფად ეს პატარა პრობლემა ცხოვრებაში. გაიქეცით მაღაზიაში და წითელი წინდები იყიდეთ. ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადეთ, ხურდა არ გამოართვათ.
როდესაც იყიდით და სახლში წამოხვალთ, აუცილებლად უნდა ჩაიცვათ. მთელი დღე უნდა გეცვათ და სახლში ფეხშიშველმა იაროთ. შემდეგ გაიხადეთ და გარეთ გაკიდეთ ისე, რომ ჩანდეს. ამ დროს უნდა თქვათ: წითელი წინდები ვიყიდე, ხალხს ვაჩვენე და ჩემი მომავალი მეუღლე შევუკვეთე. დაე, იყოს ასე“ - ამბობს ნანიკო ქავთარაძე.