1766244815
თუ გინდათ ახალ წელს შეხვდე ფინანსური ტვირთის გარეშე - რიტუალი რომელიც 21 დეკემბერს უნდა შევასრულოთ
მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 21 დეკემბერს შესასრულებელ რიტუალს გვიზიარებს. როგორც იოსელიანი წერს, რიტუალი ფინანსური კეთილდღეობისთვისაა და 21 დეკემბერი ამისთვის შესანიშნავი დროა, რადგან ასტროლოგები მას სარკისებურ თარიღად მიიჩნევენ:
„21.12 - ეს უბრალოდ ლამაზი თარიღი არ არის. გინდა, წლის ბოლომდე გაანულო ვალები? - ეს აუცილებლად გააკეთე 21 დეკემბერს 21 საათზე. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი რიცხვი. ეს არის ენერგეტიკული კვანძი, რომელიც ხსნის 2025 წლის ფინანსურ მარყუჟებს. თუ გამოტოვებ - ვალები შეიძლება „გადავიდეს“ 2026 წელს. ნუ გადადებ: სწორედ დღეს შეგიძლია ვალების განულება. გინდა ახალ წელს შეხვდე ფინანსური ტვირთის გარეშე? 21 დეკემბერი ამისთვის იდეალური დღეა. მარტივი მოქმედება - ძლიერი შედეგი. ფულის რიტუალი სარკის თარიღზე 21.12 მარცხენა ხელზე დაწერე ვალის თანხა. ზემოდან მოაყარე ცოტაოდენი შაქარი - ეს არის ფულის „დატკბობილი“ კარმის სიმბოლო. მოიჭირე ხელისგული და ხმამაღლა წარმოთქვი სიტყვები: სიტყვები 21.12-ზე (ვალების დახურვა) (არაფერი შეცვალო - ზუსტად ეს ფორმულა მუშაობს)
„როგორც შაქარი დნება და წყლით ირეცხება, ისე ჩემი ვალი (დაასახელე თანხა) იოლად, სწრაფად და საბოლოოდ გადის ჩემი ცხოვრებიდან. ვხურავ ყველა ფინანსურ ვალდებულებას საკუთარი თავისა და სხვების დაუზიანებლად. ფული ჩემთან მოდის პატიოსნად, დროულად და საკმარისად. ჩემი ფინანსური ველი გასუფთავებულია. თავისუფალი ვარ ვალებისგან. ასე იყოს“. ჩამორეცხე შაქარი წყლით, წარმოიდგინე, როგორ მიდის მასთან ერთად ძველი ვალებიც. სარკის თარიღი უსმენს მხოლოდ მათ, ვინც მოქმედებს. დაე, 21 დეკემბერი გახდეს შენი ფინანსური გაწმენდისა და თავისუფლების დღე!“, - წერს თამუნა იოსელიანი.












