„ცნობიერების გაფართოების მომენტი, როცა ადამიანი საკუთარ ცხოვრებისეულ მისიას უფრო ღრმად ხედავს“ - გიორგი ლობჯანიძე მზებუდობაზე

მზებუდობა

 ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს. ამჯერად ლობჯანიძემ ახალი პოსტი გაავრცელა, სადაც იგი 21 ივნისის მზებუდობაზე საუბრობს:

„21 ივნისს, დედამიწა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას შეეგებება, რასაც ზაფხულის მზებუდობა ჰქვია. (Summer Solstice)

კოსმიური სისტემით ზაფხული ახლა დაიწყო!

წლის განმავლობაში მზიური ნათელი თავის ზენიტს აღწევს.

მზებუდობა ხასიათდება იმით, რომ მივიღებთ ყველაზე გრძელ დღეს და მოკლე ღამეს.

შემდგომ უკვე დღის ხანგრძლივობა შემცირდება.

21 ივნისს დღის მანათობელი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს ესტუმრება და დაახლოებით 1 თვე მასთან იმოძრავებს.

ამ დროს ძალიან კარგია:

მნიშვნელოვანი საკითხების დასრულება და ახალი თავის დაწყება, ასევე გაცნობიერება მიღებული შედეგების და ფსიქოლოგიური შიდა ტრანსფორმაციები.

ზაფხულის მზებუდობა ბუნებასთან კავშირის გაძლიერების მომენტადაა შეფასებული!

ჰერმეტულ ტრადიციაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როდესაც კაცობრიობა საკუთარ თავში სინათლესა და ჩრდილს აკვირდება.

ანუ, კითხვა ისმის:

სად ხარ მანათობელი და რას მალავ საკუთარ თავთანაც?

ესაა დღე, როდესაც ადამიანი სახლში ბრუნდება. სული ფესვებს უბრუნდება, ღვთიური ხაზი იღვიძებს და სიბნელე სიკეთედ გადაიქცევა.

ზოგადად, ასტროლოგიურ სამყაროში, ,,ალის ბეილის” პრაქტიკის მიხედვით, კირჩხიბი არის კარიბჭე, რომლითაც სული მატერიალურ სამყაროში შემოდის.

მზებუდობა შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ცნობიერების გაფართოების მომენტი, როცა ადამიანი საკუთარ ცხოვრებისეულ მისიას უფრო ღრმად ხედავს.

,,Dane Rudhyar” ამ მოვლენას და მზის კირჩხიბში ინგრესიას უსაფრთხოების ძიებას უწოდებს.

არა ფული, სტატუსი და სხვა: არამედ, ის, რასაც ადამიანი საყრდენად და დაცულ გარემოდ აღიქვამს“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.