ოკუპირებული გალის სოფელში, ზღვაში მე-10 კლასელი გოგო დაიხრჩო
1754164494
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს. ამჯერად იგი მორიგ პოსტს ავრცელებს, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„სანამ დასასვენებლად გავიდოდე, იქამდე ამ თვის უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი, რაოდენ მიმდინარე პერიოდის აგვისტოს თვეში წლის ერთ-ერთ ყველაზე კულმინაციურ ზონაში შევდივართ, რაზეც დაბლა პლანეტარულ ჭრილში მოგახსენებთ:
ამაზე საუბრობს და წერს დღეს ბევრი და მინდა გითხრათ, რომ სწორიცაა! ასეთ დღეებს აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მე ვეცდები ორივე მათგანზე შევჯერდე.
დაახლოებით, უკვე 5-6 რიცხვებიდან, ნელ-ნელა მიუახლოვდებიან ერთმანეთს და გაკეთდება მძიმე ოპოზიცია ნეპტუნ-სატურნის გაერთიანებულ ენერგიებზე პლანეტა მარსიდან, რომელიც სასწორის ნიშანში დაიწყებს მოძრაობას. ეს კი შექმნის, როგორც შიდა, ისე გარე დაძაბულობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება, როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე ის პროცესები, რომლებიც ჩაირთვება პეიზაჟში.
ამ შეერთებას და + ოპოზიციას, დამიჯერეთ, რომ ხშირად ვერ ნახავთ. ჯერ, ზაფხულიდან მოყოლებული, რაც ნეპტუნი, როგორც ილუზიების, დანაკარგების და რწმენითი ფილოსოფიის პლანეტა შევიდა შეერთებაში მეომარ ვერძში სატურნთან ერთად, ამან მოიტანა მთელი რიგი კონფლიქტები, დაუსრულებელი ქაოსი და სხვადასხვა საბრძოლო რეიდები. ეს შეერთება აქამდე არ დაშლილა, მას კი ზემოდან ემატება გამავალი ოპოზიცია მარსიდან, რაც ძაბავს ვითარებას.
ნეპტუნ-სატურნის შეერთებაზე ვამბობდი და ახლაც ვამბობ - ამას მოაქვს სულიერი და იდეოლოგიური ომები, ძველი წყობების რღვევა, ახალი მოძრაობა და ნაწილობრივ, დიქტატურა!
ომისა და აქტიური იერიშის მმართველი პლანეტა მარსი, როდესაც სასწორის ნიშანში იწყებს მოძრაობას, ეს მისთვის დაცემული მდგომარეობაა, ფასდება მხოლოდ 1 ქულით, რადგან თავად მარსია შეტევა და ცეცხლი, სასწორი კი დიპლომატია, ფაქტობრივად, შეუთავსებელი სიტუაციაა, მაგრამ აღნიშნულ კომბინაციაში მაღალია შანსი ამ ოპოზიციურმა ასპექტებმა მოიტანონ ხელშეკრულებების, პირობებისა და შეთანხმების დარღვევა!
აგვისტოს შუა რიცხვების ჩათვლით, არაა გამორიცხული, რომ გლობალურ დონეზე იყოს ახალი დაძაბულობის კერები ან ძველი მიჩქმალული დაძაბულობის ესკალაცია, ასევე გადაეხედება სამხედრო ტაქტიკურ ნაბიჯებსაც და მოხდება ერთგვარი ცვლილებები, რაც მკაფიოდ გამოყოფს და დაგვანახებს სურათს, თუ საით მიდის რეალობა.
საყოფაცხოვრებო კუთხით, მეტად ერიდეთ ექსტრემალურ და სარისკო, საეჭვო სიტუაციებს, გაუაზრებელ კამათს, ჩხუბს და დაპირისპირებებს, მაღალია სროლის, ვარდნის, შეჯახების, ავარიების და სტიქიური ბუნების გააქტიურების შანსი.
თანაც, პლანეტა მერკური რეტროგრადულად მოძრაობს, ამიტომ აგვისტოს 5-6 რიცხვებიდან შუა რიცხვებამდე საუკეთესო დროა დასვენებისთვის, რელაქსის და ძალების აღდგენისთვის, დაგეგმეთ, რა გსურთ რომ სამომავლოდ გააკეთოთ, ნუ იჩქარებთ, მეტი ილოცეთ, გქონდეთ ბუნებასთან და სიმშვიდესთან კონტაქტი, წყნარ და სასიამოვნო ხალხთან შეხება.
ამ პერიოდს, რასაც გავივლით, არაა აუცილებელი, რომ აპოკალიფტურად წარიმართოს, მაგრამ მძიმე შეერთება და ოპოზიციებია, რაც ვლინდება სტიქიურ-საყოფაცხოვრებო ხაზში, ისე გლობალურ ხაზშიც.
ყველაზე კარგ ვარიანტში უბრალოდ გადაეხედება კრიტიკულ სიტუაციებს და ჭკვიანი ადამიანი მონახავს დიპლომატიის გზებს ან უბრალოდ იქნება სხვადასხვა მხრიდან მუქარები და ამით შემოიფარგლება, ხოლო რთულ ვარიანტში გაჩნდება ახალი დაძაბულობის ადგილები. (დაძაბულობა, თუ არ ჩავთვლით რაიმე სტიქიურ გააქტიურებებს - ნაკლებად ეხება საქართველოს, მაგრამ ყოველდღიურ რუტინაში ექსტრემალურ თავგადასავლებს დროებით თუ ჩამოშორდებით ნამდვილად კარგს იზამთ.)
აგვისტოს მეორე და ბოლო ნახევრები უფრო მოიტანს უკვე კონკრეტულ სურათებს, რაზეც სხვა დროს ვისაუბრებ. მეტად აქტიური და საგულისხმო დღეებია წინ, ასე რომ მოსაწყენად არ გვეცლება. მეორე ასეთი პერიოდი სექტემბერში იქნება, ამაზეც სხვა დროს მოგახსენებთ.
ყველას ბედნიერ დღეებს და კარგ დასვენებას გისურვებთ! მეც, დაახლოებით 5 რიცხვის შემდეგ გავდივარ ქვეყნიდან, კონსულტაციებს კი აგვისტოს ბოლო-სექტემბრის პერიოდებში განვაახლებ, იქამდე კი, ვინც მყავხართ მონიშნული მოგემსახურებით“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.