რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

30 ივნისი
ამ დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს. ცვლილებების სურვილი კი იმდენად ძლიერი იქნება, რომ მასთან შეწინააღმდეგება აზრს დაკარგავს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, აღნიშნულ დღეს სრულიად დაუგეგმავად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ და სიახლეებზე იფიქროთ. 

1-ელი ივლისი
იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ. შესაძლოა, ამ დღეს გაგიჩნდეთ სურვილი, რომ რაღაც ძვირად ღირებული შეიძინოთ, სხვადასხვა სფეროში ცვლილებები გამოიწვიოთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ. თითოეული გადაწყვეტილება კარგად გააანალიზეთ და მხოლოდ მას შემდეგ გადადგით პირველი ნაბიჯები.

2 ივლისი
 
ამ დღეს დაწყებული ახალი საქმეები ძალიან დიდ წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ. ამიტომაც, ჯობს, აღნიშნული ენერგია სწორად, ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. დაიწყეთ ახალი პროექტები, საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელება, რაიმეს შესწავლა, გარდაქმნა - იმაზე მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

3 ივლისი
ბევრი ადამიანი დაბნეულობას იგრძნობს, რადგანაც შესაძლოა, რეალობისა და ტყუილის ერთმანეთისაგან გარკვევა ძალიან გაგვიჭირდეს და მანიპულაციის მსხვერპლი გავხდეთ. ამიტომაც, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ყველა ინფორმაცია გადავამოწმოთ და მარტივად არავის ვენდოთ... ვრცლად