რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე
1791793103
კვირის დასაწყისი საკმაოდ ინტენსიური და ემოციურად დატვირთული იქნება. მომდევნო დღეებში განწყობა შედარებით ოპტიმისტური გახდება, თუმცა მოვლენები შესაძლოა, კვლავ დაუგეგმავად განვითარდეს. კვირის დასასრული კი პრაგმატულ მიდგომას, დისციპლინასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
კვირის დასაწყისში ყურადღების ცენტრში მოექცევა ძლიერი ემოციები, ეჭვიანობა, ფინანსური საკითხები და კონტროლის სურვილი. მოგვიანებით ამ ყველაფერს შთაგონება, თავისუფლებისკენ სწრაფვა და მოულოდნელი ცვლილებები ჩაანაცვლებს. კვირის ბოლოს კი მნიშვნელოვანი გახდება რეალობის ობიექტურად შეფასება და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სიყვარულისა და ურთიერთობების პლანეტა, ვენერა, მორიელის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას განაგრძობს. ასტროლოგების თქმით, ეს პერიოდი სიყვარულთან, ფინანსებთან და თვითშეფასებასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვას მოითხოვს. ამიტომ, ახალი ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი წამოწყებებისგან თავის შეკავება სასურველია.
კვირის ხელსაყრელი დღეებია ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, და კვირა. ხუთშაბათს პლანეტების ჰარმონიული განლაგება ხელსაყრელ პირობებს შექმნის სხვადასხვა საქმისთვის, კვირა კი ბიზნესსაქმიანობისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის კარგი დრო იქნება.
უფრო კონკრეტულად, როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ამ კვირაში ყურადღების ცენტრში მოექცევა საერთო ფინანსები, რომანტიკული ურთიერთობები და ფინანსური რესურსები. ორშაბათს შესაძლოა, თავი იჩინოს ეჭვიანობამ, ფინანსურმა უთანხმოებამ და ყველაფრის გაკონტროლების სურვილმა. ამ დღეს უმჯობესია, ურთიერთობების გარკვევას მოერიდოთ და კრედიტის აღებისგან თავი შეიკავოთ.
ხუთშაბათი ხელსაყრელი იქნება სწავლისთვის, მოგზაურობისა და მოლაპარაკებებისთვის. შეგიძლიათ, სამომავლო გეგმებიც დასახოთ. პარასკევსა და შაბათს კი კარიერულ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ - შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ მცდარმა წარმოდგენებმა ან ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბერში გეგმების შეცვლა მოუწევს - ასტროლოგების პროგნოზი).
ასტროლოგების რჩევა: ეჭვიანობის ნიადაგზე ნუ გაამწვავებთ ურთიერთობებს და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ.
კურო
მთელი კვირის განმავლობაში ყურადღების ცენტრში პარტნიორული ურთიერთობები მოექცევა. შესაძლოა, კვლავ გამოჩნდნენ ყოფილი პარტნიორები ან წარსულთან დაკავშირებულმა წყენამ შეგახსენოთ თავი. ორშაბათს მოერიდეთ პარტნიორზე ზეწოლას და ურთიერთობის გარკვევას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ემოციების მართვა გიჭირთ.
ხუთშაბათი ხელსაყრელი იქნება ურთიერთობებში ჰარმონიის აღსადგენად და სამომავლო გეგმებზე შესათანხმებლად. პარასკევსა და შაბათს კი ფინანსურ საკითხებში შესაძლოა, გაურკვევლობა ან შეზღუდვები შეგექმნათ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ახალი საქმიანი თუ პირადი ურთიერთობების დაწყებასა და მსხვილი შენაძენების გაკეთებას.
ტყუპები
ამ კვირაში მთავარი ყურადღება სამუშაოსა და ჯანმრთელობაზე გამახვილდება. შესაძლოა, ძველი კოლეგები კვლავ გამოჩნდნენ ან სამუშაო ვალდებულებების გადახედვა მოგიწიოთ. ორშაბათს სამსახურში უთანხმოების ალბათობა გაიზრდება, ამიტომ ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და დაძაბულ სიტუაციებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ხუთშაბათი ხელსაყრელი იქნება პარტნიორებთან მოლაპარაკებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა სათქმელი მშვიდად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ახალ სამსახურში გადასვლასა და ყოველდღიური რეჟიმის მკვეთრად შეცვლას.
კირჩხიბი
ამ კვირაში კვლავ აქტუალური გახდება სიყვარული, შემოქმედება და შვილებთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა, ძველი გრძნობები გაცოცხლდეს ან წარსულმა ურთიერთობებმა კვლავ შეგახსენოთ თავი. ორშაბათს სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია ეჭვიანობა და უთანხმოება. ეცადეთ, ემოციების გავლენით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
ხუთშაბათი ხელსაყრელი იქნება სამუშაოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. პარასკევსა და შაბათს კი პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა, გაურკვევლობა და ემოციური დაძაბულობა იგრძნოთ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყებასა და შემოქმედებით პროექტებში დიდი თანხის დაბანდებას. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას.
ლომი
ამ კვირაში ყურადღება საოჯახო საკითხებზე გადაინაცვლებს. შესაძლოა, ნათესავები გესტუმრონ ან წარსულში გადაუჭრელი ოჯახური პრობლემები კვლავ წამოიჭრას. ორშაბათს სახლში უთანხმოებისა და კონფლიქტის ალბათობა გაიზრდება, ამიტომ შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დაძაბულობა არ გაამწვავოთ.
ხუთშაბათი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისა და შვილებთან დროის გასატარებლად. გამოიყენეთ ეს დღე სასიამოვნო საქმიანობისა და ახლობლებთან ურთიერთობისთვის.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ რემონტის დაწყებას, უძრავი ქონების შეძენასა და ოჯახური უთანხმოების გამწვავებას.
ქალწული
ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება კომუნიკაციასა და ახლო გარემოცვასთან ურთიერთობას დაეთმობა. შესაძლოა, თქვენი მხარდაჭერა და-ძმებს ან მეზობლებს დასჭირდეთ. აქტუალური გახდება მოკლე მგზავრობებიც. მოსალოდნელია ძველი საუბრების გაგრძელება, წარსულში წამოჭრილი საკითხების დაბრუნება და კამათი.
ხუთშაბათი ხელსაყრელი იქნება ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა, სახლში მეტმა სიმშვიდემ და ურთიერთგაგებამ დაისადგუროს, რაც დაგეხმარებათ, დაგროვილი პრობლემები მშვიდად განიხილოთ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ახალი ტექნიკის შეძენას, საბუთებზე ხელის მოწერასა და შორ მანძილზე მოგზაურობას.
სასწორი
მთელი კვირის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ფინანსები და თვითშეფასება მოექცევა. შესაძლოა, ვალების დაბრუნების საკითხი გააქტიურდეს ან ხარჯების გადახედვა დაგჭირდეთ. ორშაბათს ფულთან დაკავშირებული უთანხმოების ალბათობა გაიზრდება, ამიტომ ფინანსური საკითხების განხილვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ხუთშაბათი ხელსაყრელი იქნება ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, სწავლისა და მოგზაურობის გეგმების განსახილველად. გამოიყენეთ ეს დღე მნიშვნელოვანი საუბრებისა და სამომავლო გეგმების დასასახავად.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ მსხვილ შენაძენებს, კრედიტის აღებასა და გარეგნობის მკვეთრად შეცვლას.
მორიელი
ამ კვირაში მნიშვნელოვანი გახდება საკუთარი სურვილების, სასიყვარულო ურთიერთობებისა და პირადი ღირებულებების გადაფასება. ორშაბათს ემოციები შესაძლოა, განსაკუთრებით გამძაფრდეს, მოიმატოს ეჭვიანობამ და ურთიერთობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყოს. შეეცადეთ, საკუთარი რეაქციები აკონტროლოთ და ენერგია უფრო სასარგებლო მიმართულებით წარმართოთ.
ხუთშაბათი ხელსაყრელი იქნება ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და სამომავლო გეგმების დასახვეწად. პარასკევსა და შაბათს კი ურთიერთობებში შესაძლოა, გაურკვევლობა შეიქმნას და რთული საუბრების გამართვაც მოგიწიოთ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ახალი ურთიერთობების დაწყებას, პლასტიკურ ოპერაციებს, კოსმეტიკურ პროცედურებსა და გარეგნობასთან დაკავშირებულ მკვეთრ ცვლილებებს.
მშვილდოსანი
ამ კვირაში ყურადღება შინაგან სამყაროზე, დაფარულ საკითხებსა და დაუსრულებელი საქმეების მოწესრიგებაზე გამახვილდება. ორშაბათს შესაძლოა, ფარული კონფლიქტები წარმოიშვას, ამიტომ ეცადეთ, გაუგებრობები დროულად გაარკვიოთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.
ხუთშაბათი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება თვითგამოხატვისთვის, მოგზაურობისა და სწავლისთვის. კვირას კი პრაქტიკულ საკითხებზე დაფიქრება და საკუთარ თავთან გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ, უკეთ გააცნობიეროთ თქვენი პრიორიტეტები.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ საიდუმლოებების დამალვას, ფარულ რომანტიკულ ურთიერთობებს, ალკოჰოლის მიღებასა და სარისკო მოგზაურობებს...ვრცლად