რას ნიშნავს „ცარიელი მთვარის პერიოდი“ - ეზოთერიკოსის გაფრთხილება

ახალი მთვარე

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

„ცარიელი“ მთვარის (მთვარე კურსის გარეშე) პერიოდები - 2026 წლის მაისი!მთვარე კურსის გარეშე - ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს წამოწყებებზე. „ცარიელი“ მთვარის დრო მიიჩნევა არახელსაყრელ პერიოდად ნებისმიერი საქმიანობის დასაწყებად და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. ასეთ დროს უნდა მოერიდოთ ახალი პროექტების გაშვებას და ნებისმიერ სხვა საქმეს, რომელიც გათვლილია პერსპექტივაზე, განვითარებასა და კონკრეტულ შედეგებზე.ეს არის სიმშვიდის პერიოდი, რომელიც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. სასურველია, ამ დროს შეასრულოთ ყოველდღიური, ჩვეული სამუშაო და არ ეცადოთ მიზნის მიღწევას ნებისმიერ ფასად, რადგან არაფერი გამოგივათ და მხოლოდ დროს დახარჯავთ ტყუილუბრალოდ. ეს დრო უბრალოდ უნდა გადაიცადოთ!მთვარე კურსის გარეშე (თბილისის დროით):• 02.05.2026 12:47 — 03.05.2026 10:33• 05.05.2026 01:33 — 05.05.2026 23:06• 07.05.2026 18:18 — 08.05.2026 11:27• 10.05.2026 09:09 — 10.05.2026 21:39• 12.05.2026 14:04 — 13.05.2026 04:03• 15.05.2026 01:33 — 15.05.2026 06:31• 17.05.2026 05:02 — 17.05.2026 06:23• 17.05.2026 23:36 — 19.05.2026 05:46• 20.05.2026 17:27 — 21.05.2026 06:47• 22.05.2026 02:05 — 23.05.2026 10:57• 25.05.2026 04:54 — 25.05.2026 18:34• 27.05.2026 15:32 — 28.05.2026 04:52• 30.05.2026 04:04 — 30.05.2026 16:45“ - წერს თამუნა იოსელიანი.