თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ავარია მოხდა
1784921339
„24 ივლისს, გამთენიისას (2:57 საათზე), ინფორმაციის, კომუნიკაციისა და ინტელექტის პლანეტა მერკური რეტროგრადულ ფაზას ასრულებს და პირდაპირ (დირექტიულ) მოძრაობას იწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 29 ივნისიდან დაწყებული შეფერხებების, გაუგებრობებისა და დაბრკოლებების პერიოდი სრულდება“,- ამის შესახებ რამაზ გიგაური წერს.
„ყველაფერი ის, რაც აქამდე მუხრუჭდებოდა, ფერხდებოდა და ვერ გამოდიოდა, სასიკეთოდ შეიცვლება და დინამიკურ რიტმს დაუბრუნდება.
რას მოგვიტანს მერკურის დირექტიული ციკლი კირჩხიბში? (24 ივლისი-9 აგვისტო) ☿
რადგან მერკური მოძრაობას კირჩხიბის ემოციურ ნიშანში აგრძელებს, ჩვენი ფიქრები პირველ რიგში საოჯახო საკითხებისკენ და ემოციური უსაფრთხოებისკენ მიიმართება. მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში დაგროვილ კითხვებზე ახლა ნათელ და მკაფიო პასუხებს მივიღებთ. ადამიანებს შორის კომუნიკაცია გაცილებით იოლი და გულწრფელი გახდება. გადაწყვეტილებების მიღება ბევრად გამარტივდება, რადგან გონება და ემოცია ერთმანეთთან ჰარმონიაში მოვა.
ცეცხლოვანი გადასვლა: მერკური ლომში (9 აგვისტოდან) ☿
9 აგვისტოს, საღამოს (20:27 საათზე), მერკური ემოციურ კირჩხიბს ტოვებს და ცეცხლოვან, ენერგიულ ლომის ნიშანში გადადის. სწორედ აქედან იწყება ყველაზე აქტიური და საინტერესო ეტაპი! კომუნიკაცია გაცილებით თამამი, პოზიტიური და შემოქმედებითი ხდება. ადამიანებს საკუთარი იდეების ხმამაღლა გამოხატვისა და საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდებათ.
როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი ჩვენს სასარგებლოდ?
იდეების განხორციელება: ის გეგმები, რომლებიც ივნისის ბოლოდან დამუხრუჭებული იყო, შეგიძლიათ განაახლოთ და უკვე კონკრეტულ ქმედებებში გადაიტანოთ.
ურთიერთობების დალაგება: თუ მერკურის რეტრო-ფაზის დროს ვინმესთან უთანხმოება მოგივიდათ, ახლა სიტუაციის მშვიდად ახსნისა და კომპრომისის გამონახვის საუკეთესო დროა.
ახალი პროექტების დაწყება: უკვე თამამად შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, მოლაპარაკებების გამართვა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.
ტექნიკისა და საბუთების მოწესრიგება: მათთვის, ვისაც ახალი ტექნიკის შეძენა, მნიშვნელოვანი საბუთების გაგზავნა ან მოგზაურობის დაგეგმვა სურს, ასევე სასიკეთო პერიოდი იწყება.
მოკლედ რომ ვთქვათ, მერკური გზას გვიხსნის“,- წერს რამაზ გიგაური.
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ავარია მოხდა
1784921339
25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1784920776
აგვისტოს ამინდის სრული პროგნოზი
1784911846