„ქორწილს არ გირჩევთ ზაფხულის ბოლომდე...“ - თაკო მელიქიშვილი ზოდიაქოს ორ ნიშანს აფრთხილებს

სასიყვარულო ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ზოდიაქოს 2 ნიშანს აფრთხილებს:

„ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ქორწილს არ ვურჩევ ზაფხულის ბოლომდე და რატომ? 7 ივლისიდან პლანეტა ურანი თქვენს ზოდიაქოშია, ანუ ტყუპებში. მოგეხსენებათ, რომ ურანი ასოცირდება ქაოსთან, გაურკვევლობასთან, ამიტომ არ არის კარგი. მეორე ნიშანი კი არის ქალწული. პლანეტა მარსი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული, მეომარი და ცეცხლოვანი პლანეტა იქნება თქვენთან. ამ ორ ზოდიაქოს ნიშნებმა არ მოიყვანოთ ცოლები ზაფხულის ბოლომდე“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.