1766682551
„ფინანსებისთვის იდეალური არის 26 დეკემბერი“ - ასტროლოგის მიმართვა წინა საახალწლოდ
ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარია, რომლის ეთერშიც საუბრობს, როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ სიყვარული, იღბალი და ფინანსები მოვიზიდოთ.
ადამიანები, რომლებიც კომფორტის ზონაში იმყოფებიან და მოსწონთ ის მდგომარეობა, როგორც არიან, 24 დეკემბერი არის იდეალური იმისთვის, რომ სიმყარე და სტაბილურობა შეინარჩუნონ.
მათ, ვისაც სურს კეთილდღეობის მოზიდვა, ასევე, ჯანმრთელობის გაძლიერება და რაღაც გარკვეული წარმატების შემოტანა ოჯახში, სახლში – 25 დეკემბერს უნდა დადგან ნაძვის ხე.
რაც შეეხება ფინანსებს, ამისთვის იდეალური არის 26 დეკემბერი. რადგან ეს დღე ეხმარება იმაში, რომ ფინანსური ენერგია უფრო გაძლიერდეს და უფრო მარტივად მოხდეს ფინანსების შემოდინება.
სასურველი ადგილი ნაძვის ხის დასადგმელად აღმოსავლეთი, ან სამხრეთ-აღმოსავლეთი სექტორია. ფერები: ოქროსფერი და წითელი ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ნარინჯისფერი და კრემისფერი სათამაშოები“, – ამბობს ეზოტერიკოსი.










