„დღეს 15:34 საათზე...“ - ასტროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს

ასტროლოგია

ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს სამი მარტის სავსემთვარეობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას უზიარებს:

„3 მარტს, 15:34-ზე სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება გველოდება ქალწულში; ამავე დღეს იხურება დაბნელებების დერეფანი. ქალწულის მმართველი მერკური რეტროგრადულია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებს ემოციურ ფონზე გონება დაუბინდდებათ. თანაც, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ორჯერ დაფიქრდით, წაიკითხეთ, კარგად დააკვირდით. თევზების მმართველი ნეპტუნი ვერძშია და ვერძის მმართველი მარსი - თევზებში. ამიტომ ალკოჰოლთან, ცხელ და ცივ იარაღთან ფრთხილად. მარსი თევზებში ცუდ პოზიციაშია, მარსი არის ენერგია, ცეცხლი, მოქმედება და ჩააგდეს წყალში, როგორ იქნება? ყველაზე აქტიური მამაკაცისი კი შეიძლება უენერგიო და ინფანტიკული გახდეს, ტახტზე წამოწოლილი სერიალების ყურებისას ქვითინებდეს (იხილეთ ფოტო მარსი თევზებშია და მიხვდებით).

მივუბრუნდეთ სავსემთვარეობას ქალწული-თევზების ღერძე, დაბნელების დროს არაფერი მნიშვნელოვანი და სერიოზული არ დაგეგმოთ. არც ოპერაციები, თუ გადაუდებელი არაა. მშვიდად გაატარეთ  დღე და არაფერი ახალი არ მოიმოქმედოთ. არავის არ აჰყვეთ, მანტრასავით იმეორეთ: მშვიდად, მშვიდად, მშვიდად.

სავსემთვარეობაზე მზე თევზებშია და მთვარე - ქალწულში.

ქალწული მოითხოვს, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას, დღის რეჟიმს, დაწყებული საქმეები დროულად დავასრულოთ, გვქონდეს წესრიგი საქმეშიც, სახლში, აზრებშიც. ვიყოთ რაციონალურები და ცოტა მომჭირნეებიც, თევზებივით არ ვფლანგოთ. თუ სარგებელი არ გვაქვს არ გადავყვეთ ყველას, ანუ არ ვიყოთ თევზებივით ყველაზე ზედ გადაყოლილები. თევზები კი არის ინტუიცია, შემოქმედება, ცოტა ღრუბლებში ფრენა.

სავსემთვარეობის შემდეგ მთვარე იწყებს კლებას, ახალმთვარეობამდე, რომელიც გველოდება 19 მარტს, 05:23-ზე თევზებში. დიდი დალაგების დრო იწყება და ამ ორკვირიან მონაკვეთში ეცადეთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები, მოიცილოთ დაზიანებული ნივთები, ადამიანებიც, რომლებიც გაღიზიანებენ.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა თევზებზე და ქალწულებზე და მათზეც, ვისაც ამ ნიშნების მე-12 გრადუსში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები. იმოქმედებს აგრეთვე ტყუპსა და მშვილდოსანზეც.

ყველას ბედნიერი სავსემთვარეობა გვქონდეს, მშვიდად გამოვიდეთ დაბნელებების დერეფნიდან და ქალწულებივით ხანდახან მაინც ვიყოთ დალაგებულები, ჯანმრთელობაზე მზრუნველები, აკურატულები და რაციონალურები~,- წერს ასტროლოგი ანა მზიანი.