ასტროლოგი გიზიარებთ რიტუალს, რომელიც დღეს ღამით უნდა შეასრულოთ

ლარნაკი

ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი აზიარებს რიტუალს, რომელიც 25 დეკემბრის ღამეს უნდა შეასრულოთ.

„25 დეკემბრის ეფექტური პრაქტიკა. დაგჭირდებათ ალუბლის 2-3 ტოტი. ჩაიფიქრეთ მათზე კონკრეტული სურვილი, ჩადეთ პატარა ლარნაკში, ჩაამატეთ წყალი და დაელოდეთ...

თუ 7 იანვრამდე არცერთი არ გაყვავილდა მაშინ სურვილი არ ასრულდება.

თუ გაიკვირტა რომელიმე ტოტი, სურვილი ასრულდება, მაგრამ მოგვიანებით. აი თუ გაყვავილდა თანაც სამივე, მაშინ იმაზე კარგად წავა საქმე ვიდრე წარმოგიდგენიათ“, - წერს ქეთი ოდიშელი.