ასტროლოგი ასახელებს მიზეზს, რა ანგრევს პარტნიორების ჰარმონიულ ურთიერთობას

შეუთავსებელი ნიშნები

ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს თემაზე - როგორ გვანგრევს ჩვენი პარტნიორი.

ძალიან ხშირად ვწერ მთვარეზე და ამას თავისი ახსნა აქვს. მთვარე არის ჩვენი შანაგანი სამყარო, ჩვენი არაცნობიერი, ჩვევა, კვება, უსაფრთხოება, დასვენება, დედა და ... პარტნიორთან ჩვენი დამოკიდებულება.
თუ ჩვენს მთვარეს ცუდად უპირისპირდება პარტნიორის მარსი ან სატურნი, დარხეული გვაქვს.
თუ სინასტრიაში პარტნიორების მთვარეებს შორის ჰარმონიული ურთიერთობებაა (ტრინი, სექსტილი, შეერთება) ერთმანეთთან სულიერი სიახლოვე გაქვთ, ზრუნავთ ერთმანეთზე და გამოხატავთ გულწრფელ გრძნობებს. მოგწონთ ერთად ყოფნა, ერთად რაღაცის კეთება. თუნდაც ერთად დასვენება ან ჭამა.

მთვარის არაჰარმონიულ ასპექტებს შეუძლიათ გაანადგუროს უდიდესი სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობებიც.

თუ თქვენს მთვარეს ცუდად უპირისპირდება პარტნიორის მარსი (კვადრატი, შეერთება, ოპოზიცია), თქვენი მთვარე დაჭრილია და ტირის, ის აზიანებს თქვენს ემოციებს, მოგვიანებით ფსიქიკური ტანჯვა შეიძლება გამოვლინდეს ავადმყოფობის სახით.

თუ თქვენი მარსით დაზიანებული მთვარე არის: ვერძში, შაკიკი; კუროში - ყელის ქრონიკული დაავადებები, ჭარბი კვება და სიმსუქნე; ტყუპში - ფილტვებისა და ბრონქების დაავადებები; კიჩხიბში - კუჭის დაავადებები; ლომში - სისხლძარღვების და გულის დაავადებები; ქალწულში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები; სასწორში - ნერვული დარღვევები; მორიელში - შარდსასქესო სისტემის დაავადებები; მშვილდოსანში - ღვიძლის დაავადება; თხის რქაში - სახსრებისა და ხერხემლის ანთება, კანის დაავადებები; მერწყულში - ვენების ვარიკოზული დაავადება, თევზებში - სხვადასხვა ინფექციური, ალერგიული დაავადებები, ალკოჰოლიზმი.

თუ თქვენს მთვარეს პარტნიორის სატურნი აზიანებს (შეერთება, კვადრატი, ოპოზიცია) ძველ ასტროლოგიაში ასეთ ასპექტს "უბედურების ბეჭედს" უწოდებდნენ.

სატურნის გავლენით მთვარე გრძნობს დეპრესიას, უბედურებას. ქმრის სატურნმა შეიძლება დათრგუნოს ცოლის სოციალური აქტივობა, რის შედეგადაც იგი დიასახლისად იქცევა და, საბოლოოდ, უინტერესო გახდება ქმრისთვის.
"უბედურების ბეჭდის" ქორწინება ყველაზე ხშირად იშლება და ყველაზე ხშირად სატურნის მატარებელი ტოვებს პარტნიორს. მჩაგვრელი კარგავს ინტერესს ჩაგრულის მიმართ, იწყებს მის უგულებელყოფას, არ სცემს პატივს და, ბოლოს და ბოლოს, ტოვებს ოჯახს.

პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის ჩაიხედეთ თქვენს და მის პირად რუკებში ან მომმართეთ ასტროლოგიური კონსულტაციისთვის.  სიყვარულით, თქვენი პირადი ასტროლოგი ანა მზიანი“,- წერს ასტროლოგი.