1766072080
აშშ-მა რუსეთის უმსხვილეს ბანკებზე დაწესებული სანქციები დროებით შეაჩერა
აშშ-მა რუსეთის უმსხვილეს ბანკებზე დაწესებული სანქციები დროებით შეაჩერა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უმსხვილეს ბანკებთან, მათ შორის, „გაზპრომბანკთან“, „სბერბანკთან“ და „ვითიბი“ ბანკთან ტრანზაქციები ნებადართულია, თუ ისინი ატომური ენერგიის სამოქალაქო პროექტების შენარჩუნებას ემსახურება.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტშია ნათქვამი, გამონაკლისი 2026 წლის 18 ივნისამდე მოქმედებს და მოიცავს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც 2024 წლის 21 ნოემბრამდე დაიწყო.
სიახლე მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1765909164











