1766072080
ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დემონსტრანტებმა პოლიციას კვამლის ბომბები და კარტოფილი ესროლეს
ევროკავშირის სამიტის პარალელურად, ბრიუსელში ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობთ, დემონსტრანტებმა პოლიციას კვამლის ბომბები და კარტოფილი ესროლეს. სამართალდამცველებმა მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
ასობით ფერმერმა დღეს ბრიუსელში ტრაქტორების ჩაიყვანა. ისინი სამხრეთ ამერიკის ბლოკთან, „მერკოსურის“ ქვეყნებთან დაგეგმილ სავაჭრო შეთანხმებას და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აპროტესტებენ.










