ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები, წარსული ცხოვრებიდან ფარულ ექსტრასენსულ უნარებს ფლობენ

ექსტრასენსული უნარი

ნუმეროლოგების და ასტროლოგებისა აზრით სამ კონკრეტულ რიცხვში დაბადებული ადამიანები ფარულ  ექსტრასენსულ უნარებს ფლობენ წინა ინკარნაციებიდან. ეს უნარები შეიძლება იყოს — ნათელმხილველობა, წინასწარმეტყველური სიზმრები ან ძალიან განვითარებული ემოციური მგრძნობელობა.

ამ უნიკალურ ადამიანებს, როგორც წესი, გააჩნიათ უნარი, გაამდიდრონ საკუთარი და სხვების ცხოვრება თავიანთი შინაგანი შესაძლებლობებით. ამის შესახებ წერს გამოცემა Parade. 

11 – წმინდა რიცხვი
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 11 რიცხვში, ძლიერი სულიერი ენერგიის მატარებლები არიან.
11 არის ეგრეთ წოდებული ღვთიური ოსტატობის რიცხვი, რომელსაც ასტროლოგიაში მართავს მთვარე — ემოციებისა და ინტუიციის პლანეტა.
ამ ადამიანებს ახასიათებთ ძლიერი ინტუიცია, ხედვები, წინათგრძნობა და ღრმა შინაგანი გაგება.
ხშირად ახსოვთ წინა ცხოვრებიდან დაგროვილი სიბრძნე და იყენებენ მას სხვების სულიერი განვითარებისთვის.
მათ შესწევთ უნარი წინასწარ აღიქვან მოვლენები.
 12 – წინასწარმეტყველური სიზმრები და სიხარული
ვინც დაიბადა 12 რიცხვში, ისინი ცნობილნი არიან სიხარულით, სიკეთითა და გრძნობით სავსე გულით.
მათზე გავლენას ახდენს იუპიტერი — ფილოსოფიის, მაღალი ცოდნისა და სულიერი განათლების პლანეტა.
ხშირად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, წინასწარ იციან მომავალი.
 26 – კარმა და ინტუიციური ინტელექტივინც დაიბადა 26 რიცხვში, მათზე მოქმედებს სატურნი — პლანეტა, რომელიც დაკავშირებულია კარმასთან, დისციპლინასთან და ბედთან.ხშირად მათ უნარები ვლინდება ლოგიკური აზროვნების სახით, თუმცა რეალურად ეს არის ინტუიციური ცოდნა – ე.წ. "ქლერკოგნიზაცია".ისინი ბუნებრივად ცნობენ ადამიანებს, ხედავენ ციკლებს, მოვლენების გამეორებებს და კარმულ გაკვეთილებს.მათი ექსტრასენსორული უნარი არ ემყარება ანალიზს, თუმცა მათი ინტუიცია იძლევა უჩვეულოდ ზუსტ შედეგებს, რაც ჩანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები ხშირად ატარებენ სულიერ ცოდნასა და უნარებს წარსული ცხოვრებიდან, და მათ შეუძლიათ მათი გააქტიურება — ცნობიერად და გამიზნულად.