3 მარტს „სისხლიანი მთვარეა“ - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ

სისხლიანი მთვარე

დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ზოგჯერ უჩვეულო, მოწითალო შეფერილობას იღებს. ​2026 წლის 3 მარტს "სისხლიანი მთვარე" გველოდება. ეს ამ წლის მთვარის ერთადერთი სრული დაბნელება იქნება.

აღსანიშნავია, რომ 3 მარტს მთვარის სრული დაბნელება ქალწულის ნიშანში ხდება.

​ქალწულის ნიშანში მიმდინარე დაბნელება უმთავრესად პროფესიულ საქმიანობას, ჯანმრთელობას, პირად საზღვრებს, ყოველდღიურ რუტინასა და ემოციურ სტაბილურობას შეეხება. ​

რა უნდა გავითვალისწინოთ 3 მარტამდე:

​ასტროლოგები სავსემთვარეობისა და დაბნელების ენერგიის გამოყენებას იმ ასპექტებისთვის წერტილის დასასმელად გვირჩევენ, რომლებიც დიდი ხანია, დასრულებას საჭიროებს: ​

შფოთვითი აზრები და გადამეტებული თვითკრიტიკა;
ტოქსიკური კავშირები და არასაჭირო ვალდებულებები;
მავნე ჩვევები, ​ძველი შიშები და შინაგანი გაურკვევლობა.

​ეს საუკეთესო მომენტია იმისათვის, რომ ჭარბ კონტროლზე უარი თქვათ და ცვლილებებს ბუნებრივი დინების საშუალება მისცეთ.

მთავარი ამოცანა კი არის ის, რომ იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და კომუნიკაციაშიც რადიკალური ტონი არ გამოიყენოთ.

​დაბნელების გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე:

​ვერძი - ყურადღება სამუშაოზე, ჯანმრთელობასა და კარიერულ ბალანსზე გამახვილდება.

​კურო - აქცენტი სიყვარულზე, შემოქმედებით თვითრეალიზაციასა და ჰობიზე გადავა.

​ტყუპები - გავლენა ოჯახურ გარემოზე, სახლსა და პირად სივრცეზე გავრცელდება.

კირჩხიბი - ცვლილებები კომუნიკაციას, სწავლის პროცესსა და ახლობლებთან კავშირს შეეხება.

​ლომი - ყურადღების ცენტრში ფინანსური სტაბილურობა და თვითშეფასება მოექცევა.

ქალწული - ტრანსფორმაცია პიროვნულ იმიჯსა და შინაგან სამყაროს შეეხება.

სასწორი - აქცენტი ქვეცნობიერზე, სიზმრებსა და ემოციურ რეგენერაციაზე გაკეთდება. ​

მორიელი - გავლენა მეგობრულ წრესა და სამომავლო სოციალურ გეგმებზე აისახება.

მშვილდოსანი - კარიერა, რეპუტაცია და პროფესიული სტატუსი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის.

​თხის რქა - ცვლილებები მსოფლმხედველობას, განათლებასა და მოგზაურობას შეეხება.

​მერწყული - ყურადღება მნიშვნელოვან ადამიანებთან სიახლოვესა და საერთო ფინანსურ რესურსებს დაეთმობა.

​თევზები - აქცენტი პარტნიორულ ურთიერთობებზე, ქორწინებასა და ოფიციალურ შეთანხმებებზე გაკეთდება.

წყარო: