ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

dato evgenidze

ტაბლოიდი 1710795364

როგორ დაეხმარა გარდაცვლილი და დათო ევგენიძეს სოლო კონცერტის დროს და რა სასწაულები ხდება მუსიკოსის ცხოვრებაში

დათო ევგენიძე: ჩემს ცხოვრებაში უამრავი მისტიკური მოვლენა მოხდა. არასოდეს დამავიწყდება, მაცხოვრის ტაძარში, ჩემს ხელში იერუსალიმის თეთრი სანთლები თავისით რომ აინთო და ამის მომსწრე უამრავი იქ მყოფი ადამიანი გახდა. შეწყდა გალობა, მამაომ წამით შეწყვიტა ღაღადი და ყველა მე მიყურებდა. ყველა გაკვირვებული იყო და მე – აბსოლუტურ შოკში. ნამდვილად არ მოყვებოდი ამ ამბავს, რადგან არ დამიჯერებდნენ, მაგრამ ფაქტია, მას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ყოველთვის მჯეროდა ღმერთის, მაგრამ როცა ჩამქრალი სანთლები ჩემს ხელში თავისით აინთო, საერთოდ სხვა სივრცეში გადავედი და ამ ფაქტის შემდეგ საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება.– ამ ფაქტამდე თუ იყო სამყაროსგან რაიმე ნიშნები ან გაფრთხილებები?– რასაკვირველია, ყოველთვის. ამ ფაქტამდე ეს ნიშნები არსებობდა, ვხედავდი კიდეც, მაგრამ ქვეცნობიერში რჩებოდა და ვერ ვაცნობიერებდი. მერე თანდათან მივხვდი, ნიშანი სამყაროსგან გაძლევს იმის უფლებას, აიცილო საფრთხე ან ააცილო სხვას განსაცდელი. „ევროვიზიაზე“ ვაპირებდი წასვლას და არანაირი მიზეზი არ მქონია არწასვლის ან ხელის შეშლის. თან, პარიზში ტარდებოდა, სადაც ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი. მე და ნინოს – ჩემს მეუღლეს, აღებული გვქონდა ბილეთები და უნდა გავფრენილიყავით. ორი დღით ადრე კი წასვლა გადავიფიქრე, ისე, რომ მიზეზი არ მქონია და ბილეთები ჩავაბარე, ნინოც, რატომღაც, დამყვა ამ სურვილში. წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ დროს, როცა მე თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, დამეწყო ვარიკოზული სისხლდენა და რეანიმაციაში მოვხვდი. თქვენ წარმოიდგინეთ, თვითმფრინავში რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი, სისხლისგან დავიცლებოდი. თან ეს მოხდა ზუსტად იმ დროს, იმ საათსა და წუთზე, როცა მე თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი.– ხშირად აღნიშნავთ, რომ თქვენი პატარა გარდაცვლილი და, ლია, თქვენი მფარველი ანგელოზია. მასთან დაკავშირებული მისტიკური ამბებიც ხომ არ გაქვთ მოსაყოლი?– სოლო კონცერტი მქონდა ოპერაში, გაუხმოვანებელ კონცერტს ვუკრავდი, აკუსტიკურს, მიკროფონების გარეშე. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – ორკესტრის ორმოში რაღაც გაფუჭდა და ვერ ამოწიეს. ამის გამო, ავანსცენაზე კი არ ვუკრავდი, არამედ, ჩემსა და მაყურებელს შორის იყო უფსკრული. პირველი ორი კომპოზიცია არ ვიცოდი, რა მექნა და ფორტეზე ვუკრავდი. თან, მე ადგილზე ვიცი იმპროვიზირება და კონცერტი წინასწარ არ მაქვს მომზადებული. მოკლედ, ვუკრავ, ვცდილობ, მაყურებელსა და ჩემ შორის ორმო ამოვავსო და ბგერები დარბაზში გავუშვა. უცებ, ვიგრძენი – ჩემმა დამ დამადო მხარზე ხელი და დავიწყე ხუთ პიანოზე დაკვრა. წარმოიდგინეთ, ჩემსა და დარბაზს შორის ორმო საერთოდ გაქრა. მოკლედ, ეს კონცერტი წარმატებულად დაიკრა. ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია, მივედი სახლში და ბებიაჩემი მეუბნება: დამესიზმრა, ლია მოვიდა შენთან სცენაზე, თან ანგელოზები ახლდა, მგონი, მესამე კომპოზიციას რომ უკრავდი, მხარზე ხელი დაგადო, გითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო და წავიდაო. ასევე, მოსკოვში, კონსერვატორიაში რომ ვსწავლობდი, ხილვა მქონდა და არა სიზმარი ან შეგრძნება, როგორც ჩემი გარდაცვლილი დის ის ხელის დადება, რომელიც არ დამინახავს. მოკლედ, არ მეძინა, ფანჯარაში დავინახე საჰაერო ბუშტი, რომელშიც ჩემი და იჯდა და იქიდან მიყურებდა. მეორე დილას ავდექი და მესმის, როგორ უყვება ჩუმად დედაჩემი ბებიაჩემს: ღამით, ლია ლოგინში მეწვაო. ანუ, ეს მოხდა იმავე დღეს, როცა მე ეს ხილვა მქონდა.– არაერთი ადამიანისთვის გაგიწვდიათ დახმარების ხელი. უცხო ადამიანს კი, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა და ამის თანხა არ ჰქონდა, ექვსი წლის სიცოცხლე აჩუქეთ და თუ არ ვცდები, მის გამო აღებულ ბანკის სესხს დღემდე იხდით, რომელზეც საუბარს ერიდებით. გავიდა წლები და იგივე ოპერაცია თავად დაგჭირდათ. ღმერთმა გადაგარჩინათ და ალბათ, ცხოვრების ბოლომდე იმ ადამიანის მადლიერი დარჩებით, რომელმაც საკუთარი ღვიძლი გადაგინერგათ და ეს დონორი, ყველასთვის საყვარელი მახარა, იგივე გიორგი მახარაშვილია.– ეს ძალიან მტკივნეული ამბავია, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ის ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა. დასაფლავებაზე ვიყავი მისული, ძმამ გამომიტანა მისი ტელეფონი და მანახვა – იმ კაცს ტელეფონის ეკრანზე ჩემი ფოტო ჰქონდა დაყენებული. მისი გაცნობაც სასწაული იყო: დედაჩემის დასაფლავების დღეს ტაქსი გავაჩერე, მძღოლს სახეზე რომ შევხედე, ლაქები შევნიშნე და ვკითხე, რა გჭირს-მეთქი. მიპასუხა: ციროზის ბოლო სტადია მაქვს, ორი თვეღა დამრჩა სიცოცხლე. ღვიძლის გადანერგვაა ბოლო შანსი, მაგრამ ისე ძვირი ჯდება, მაგდენ თანხას ვერ ვიშოვიო. იმ წუთას ვიფიქრე, დედაჩემის გარდაცვალების დღეს ხდება ეს ყველაფერი, ალბათ, მან გამომიგზავნა ეს კაცი, რომ დავეხმარო-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ტელეფონის ნომერი გამოვართვი ამ უცხო კაცს, ბანკიდან სესხი ავიღე, დონორიც გამოჩნდა და ოპერაცია ჩატარდა. მართალია, ექვსი წლის მერე გარდაიცვალა, მაგრამ ის წლები მისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა. მოკლედ, წლების წინ, ამ ადამიანს ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა, დავუფინანსე, შემდეგ მე დამჭირდა და გიორგი მახარაშვილმა, ახლა უკვე ჩემმა ნამდვილმა ღვიძლმა ძმამ, მახარამ, სასწაული ჩაიდინა და გადამარჩინა. ოპერაცია თურქეთში ჩატარდა, 17 საათი მიმდინარეობდა. ექიმი ჰყვებოდა, რომ გაგჭერით, ბევრად რთული სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ფაქტია, ღმერთი იყო შენთან და გადარჩიო. ამის მერე, საკმაოდ რთული რეაბილიტაციის პერიოდი დადგა და მადლობა ღმერთს, მეც და მახარაც კარგად ვართ. წარმოიდგინეთ, ახალი სიცოცხლე მაჩუქა ამ ადამიანმა, მისი სხეულის ნაწილი მომცა, რომელსაც ვატარებ. სულ ვფიქრობ, რაც დამემართა, ჩემი ბრალია, აქამდე თავად მივიყვანე ჩემი ჯანმრთელობა. ჩემი ცხოვრების წესის გამო მოხდა ეს ყველაფერი.წყარო: „თბილისელები“

ფოტო

საზოგადოება 1710795353

კონსერვატიული ან ავანტიურისტი - აირჩიე ერთი ფოტო და გაიგე, რომელს მიეკუთვნები

ოდესმე გიფიქრიათ, რა ტიპის პიროვნება ხართ? თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ეს ფსიქოლოგიური ტესტი - ყვავილებით სურათები გეტყვით, როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში და როგორი პიროვნება ხართ. აირჩიეთ სამი სურათიდან ერთი და გაარკვიეთ, რა გირჩევნიათ - ტრადიცია და სტაბილურობა თუ რისკი და თავგადასავალი.ყვავილი N1თეთრი ყვავილი მიუთითებს ადამიანებზე, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციას. საკმაოდ კონსერვატიული ხართ, გიყვართ სტაბილურობა და მომავლის ნდობა. ადამიანები მოდიან თქვენთან რჩევისთვის, გენდობიან და გიზიარებენ საიდუმლოებებს. უფრო მეტად მოგწონთ, როცა ცხოვრება პროგნოზირებადი და გასაგებია - ნებისმიერი სიურპრიზი პანიკაში გაგდებთ. კომფორტს ნაცნობ ნივთებში პოულობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი მოგბეზრდებათ. კარგია, რომ თქვენ გაქვთ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა - ეს თქვენს საიმედოობაზე მეტყველებს.ყვავილი N2თუ შენი თვალი მეორე ყვავილმა მიიპყრო, დიდი ალბათობით მიდრეკილი ხარ თავგადასავლებისკენ. თქვენ ყოველთვის მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის და ეძებთ საინტერესო გამოცდილებას. ცნობისმოყვარე და გონებაგახსნილი ხართ, იშვიათად უარს ამბობთ რაიმე ახლის მოსინჯვის შესაძლებლობაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უგუნური ხართ. თქვენ უბრალოდ არ გეშინიათ კომფორტის ზონის გარეთ გასვლის და უცნობის შესწავლის.ყვავილი N3თუ მესამე ყვავილი აირჩიე, სადღაც შუაში აღმოჩნდები. სიტუაციიდან გამომდინარე, შეგიძლიათ იყოთ კონსერვატიული ან მეწარმე. თქვენ აფასებთ ტრადიციას, მაგრამ არ გეშინიათ წესების დარღვევის საჭიროების შემთხვევაში. თქვენ მოქნილი და ადაპტირებადი ხართ და კომფორტის პოვნა შეგიძლიათ როგორც ნაცნობ რამეში, ასევე უცნობში. თვისებათა ეს ბალანსი წარმოგაჩენთ მრავალმხრივ ადამიანად, რომელიც შეიძლება მოერგოს თითქმის ყველაფერს.

ძარლი

საზოგადოება 1710795341

როგორი ადამიანი ხართ - აირჩიეთ საყვარელი ძაღლის ჯიში და გაიგეთ მეტი თქვენ შესახებ

ხართ კომუნიკაბელური და მომხიბვლელი, თუ მშვიდი და გონივრული? სწრაფი და სახალისო ტესტი თქვენი საყვარელი ძაღლის ჯიშის შესახებ გეტყვით, როგორი ადამიანი ხართ კომუნიკაციაში.აირჩიეთ სურათზე ნაჩვენები ძაღლებიდან ერთ-ერთი და გაარკვიეთ, როგორი ადამიანი ხართ.ძაღლი N1თავშეკავებული და მშვიდი ხართ კომუნიკაციაში. პირველ ფოტოზე ნაჩვენებია როტვეილერი, რომელიც ელეგანტურობის, მადლისა და სიმშვიდის განსახიერებაა. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ ამ ძაღლს, ესმით, რომ კომუნიკაცია ნამდვილი ხელოვნება და შრომაა. ისინი საუბრის წინ ფიქრობენ თავიანთ სიტყვებზე და არ უყვართ დაუკავშირებლად საუბარი.ურთიერთობებში ისინი აფასებენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ზოგჯერ ჭირთ ემოციების გამოხატვა. თუმცა, თუ იპოვიან ადამიანს, ვისთანაც ურთიერთგაგებას ამყარებენ, ერთგული პარტნიორები ხდებიან.ძაღლი N2მეორე ფოტოზე გამოსახულია ძაღლი განასახიერებს ველურ სულს და ცნობისმოყვარეობას. ადამიანები, რომლებიც ამ ძაღლს ირჩევენ, ძალიან თავგადასავლების მოყვარულები არიან და უყვართ ახალი ნივთების შესწავლა და გარისკვა. ისინი სპონტანურები არიან თავიანთ ქმედებებში და ხშირად უყვართ უცნობი საგნების შესწავლა. მათი ენთუზიაზმი გადამდებია.ეს ადამიანები ძალიან აფასებენ ცხოვრებას და სიამოვნებას იღებენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ გარემოცვაში ახლობლებმა კარგი დრო გაატარონ. ურთიერთობებში ისინი ეძებენ პარტნიორებს, რომლებიც იზიარებენ მათ ინტერესებს და ცხოვრების ენთუზიაზმს.ძაღლი N3მესამე ფოტოზე გამოსახულია გერმანული ნაგაზი. ადამიანებს, რომლებიც ირჩევენ ამ ვარიანტს, აქვთ ძლიერი თვითგამოხატვის გრძნობა და ძლიერი პიროვნება. ხასიათის ტესტი აღწერს მათ, როგორც დარწმუნებულნი საკუთარ მოსაზრებებსა და გადაწყვეტილებებში. საკმაოდ ჯიუტები არიან და ნებისმიერ საკითხზე საკუთარი თვალსაზრისი აქვთ.ეს ძალიან მჭევრმეტყველი ხალხია, რომლებმაც იციან როგორ დაარწმუნონ სხვები. კრეატიული აზროვნება მათ საშუალებას აძლევს იპოვონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებზეც სხვა ადამიანებს შესაძლოა არ უფიქრიათ. მათ ასევე სურთ სწავლა და ყოველთვის ეძებენ ახალ გზებს თავიანთი უნარების გასაუმჯობესებლად.

ნულოვანი დღეები

ჰოროსკოპი 1710795233

VIDEO: რას ნიშნავს "ნულოვანი დღეები" და როგორ მოვიქცეთ - ასტროლოგის რჩევა

რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული ნულოვანი დღეები, როდიდან აქტიურდება ისინი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? ვისთვის არის საუკეთესო პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობებში, ვინ უნდა შეიკავოს თავი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისგან და ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს ფინანსურ და ბიზნეს საკითხებში დღეს?! მოუსმინეთ ასტროლოგ ქეთი ოდიშელის რჩევებს:

პომადა

საზოგადოება 1710795136

შეარჩიეთ სასურველი პომადა და გაიგეთ რას ფიქრობენ თქვენზე - ფსიქოლოგიური ტესტი

თითოეულ ჩვენგანს აქვს პიროვნული თვისებები, რომლებიც იზიდავს სხვებს. ხშირად ჩვენ ვერ ვხვდებით რა თვისებები შეიძლება იყოს ეს. ახალი სახალისო ტესტი თქვენი პომადის ჩრდილით გაცნობებთ, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენთ სხვებზე.პომადა 1გასაკვირია, რომ ადამიანებს თქვენი ცეცხლოვანი დამოკიდებულება იზიდავთ. თქვენ არ მოითმენთ სისულელეს და არ დაწევთ დაბლა თქვენს სტანდარტებს მხოლოდ სხვების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. თქვენ მშვენივრად იცით, რა გსურთ ცხოვრებიდან და იცით, რა უნდა გააკეთოთ მის მისაღებად. რა თქმა უნდა, ბევრს აშინებს თავიდან შენი ხასიათი, მაგრამ ისინი, ვინც უკეთ გიცნობენ, აფასებენ შენს ამბიციასპომადა 2შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს ფერი მოსაწყენია, მაგრამ გარე თვალისთვის ეს ფანტასტიკურია. ეს მიუთითებს თქვენს მშვიდ ხასიათზე. გარშემომყოფებსაც სიმშვიდით ავსებთ. თქვენი ნდობა ურთიერთობაში მართლაც შეიძლება.პომადა 3ადამიანებს თქვენი პიროვნება იზიდავს. თქვენ აფრქვევთ რბილ, მზრუნველ აურას. რა თქმა უნდა, შენს გარშემო ყველაფერი ყოველთვის არ არის მბზინავი, მაგრამ გულწრფელი ხარ საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან, ამიტომ ისინი ხედავენ შენს ნამდვილ ზრახვებს. ადამიანებს აძლევთ იმას, რაც მათ სჭირდებათ და ამის გამო კიდევ უფრო მეტად გაფასებენ.პომადა 4ის, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად იზიდავს შენში, შენი თავისუფალი სულია. თქვენი უნარი გაუშვათ და ისიამოვნოთ მომენტით, იზიდავს სხვებს - მათ უყვართ თქვენს გვერდით ყოფნა. ადამიანებს აძლევთ განცდას, რომ იმას, რასაც თქვენ აძლევთ, ვერსად მიიღებენ და ეს ყოველთვის აიძულებს მათ ისევ და ისევ დაბრუნდნენ თქვენთან.პომადა 5ეს არის ფერი, რომელიც გამოგარჩევთ ხალხში. თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. იყენებთ პროდუქტებს, როგორიცაა ტუჩის სკრაბი, თუ უბრალოდ ბუნებრივად გაქვთ ლამაზი ტუჩები, ისინი არასოდეს დარჩება შეუმჩნეველი. შენი ტუჩები და არჩეული ფერი ყველას ყურადღებას იპყრობს. ეს არის თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება.პომადა 6ფრთხილად, ჩვენ გვყავს სტილის ნამდვილი ოსტატი! თქვენი მთავარი წერტილი არის თქვენი სტილისა და მოდის მკვეთრი გრძნობა. იცვამ ისე, როგორც გინდა და ისე ბუნებრივად აწყობ ნივთებს, რომ ადამიანებს არ სურთ მეტი იცოდნენ შენზე.  გარშემომყოფებს ხშირად აინტერესებთ, როგორ ახერხებთ იმას, რასაც აკეთებთ.