ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

კრისტინა

ტაბლოიდი 1714255525

კრისტინა აგილერა კონცერტზე ქართველი დიზაინერის წითელი ტყავის პალტოთი გამოჩნდა - ფოტო

 ომღერალი კრისტინა აგილერა, ჩილეში გამართულ კონცერტზე ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის ულამაზესი წითელი ტყავის პალტოთი გამოჩნდა.ინფორმაციას და ფოტოებს კონცერტიდან დიზაინერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.            View this post on Instagram                       A post shared by Tako Mekvabidze (@tako.mekvabidze)

ვნების კვირა

საზოგადოება 1714255490

ორშაბათიდან ვნების კვირა იწყება - მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეები

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს ქმნის, იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა.ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი, მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებისას ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.ვნების კვირა შედგება შემდეგი დღეებისგან: დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი, დიდი შაბათი - ვნება უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, ვნებებს.მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს, დიდს ვუწოდებთ.ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ, პირველ შეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება, სრულად იკითხება.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება:საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია, განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.ვნების კვირეული: ორშაბათი - უნაყოფო ლეღვის ხის გახმობა, სამშაბათი - იგავი ათ ქალწულზე,ოთხშაბათი - მაცხოვრის გაცემა, ხუთშაბათი - საიდუმლო სერობა, პარასკევი - ჯვარცმა, შაბათი - მართალთა აღყვანება, კვირა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.დღეს დიდი სამშაბათია - დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ.ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი – მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიჰყავთ“ (მთ. 25,40).ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.ვნების შვიდეულში იკითხება: დილა - საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურის.მუხლმოდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლმოდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

ლოცვა

საზოგადოება 1714255122

ნახეთ, ბზობის დღესასწაულზე წასაკითხი სამი ლოცვა

დღეს მართლმადიდებლები ბზობას აღნიშნავენ.ნახეთ, სამი ლოცვა ბზობის დღესასწაულზე წასაკითხიყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დათრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.დაფლულნი შენთანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკუდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა, და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაითია და რტოებითა ქებისმეტყუელთა, კურთხეულ არს მომავალი სახლითა უფლისათა უკუნისამდე.

ვენეცია

მსოფლიო 1714255032

ვენეციის მცხოვრებლებმა ვიზიტორებისთვის ქალაქში შესვლაზე ერთდღიანი გადასახადის დაწესება გააპროტესტეს

ენეციის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს ვიზიტორებისთვის მოგზაურობის ერთდღიანი გადასახადის წინააღმდეგ, რომელიც ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად დაწესდა.ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში შესვლის საფასური 5 ევრო დააწესა.აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გადასახადი არ გადაჭრის მათ რეალურ პრობლემებს. ასობით ვენეციელი მსვლელობით გამოვიდა ქალაქში, რომლებსაც ეჭირათ ბანერები წარწერით – „არა ბილეთებს, დიახ სერვისებსა და საცხოვრებელს“. მოგვიანებით, მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ხანმოკლე შეხლა-შემოხლა მოხდა. დემონსტრაცია საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა პიაცაზე.ვენეციის ხელისუფლებამ წამოიწყო საპილოტე პროგრამა ერთდღიანი ტურისტებისთვის შესვლის საფასურის 5 ევროს გადასახადის დაწესებით. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუშლის ვიზიტორების პიკურ დღეებში ჩამოსვლას და ქალაქს უფრო კომფორტულს გახდის მისი მცხოვრებლებისთვის. მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ქალაქში ჩადიან 08:30 საათიდან 16:00 საათამდე. ამ საათების გარდა წვდომა უფასოა.დასავლური მედიის შეფასებით, ვენეცია ​​დიდი ხანია, განიცდის ტურიზმის ზეწოლას. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პანდემიამდელი შეფასებები, რომლებიც მერყეობს 25 მილიონიდან 30 მილიონ ვიზიტორამდე წელიწადში, არ არის სანდო და რომ საპილოტე პროექტი ასევე მიზნად ისახავს უფრო ზუსტი ციფრების დადგენას.

დეფექტი

საზოგადოება 1714254865

ორსულობაში ამ წამლის მიღების შემდეგ ათასობით ბავშვი კიდურების გარეშე დაიბადა - რა ვიცით მედიკამენტზე, რომელმაც ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია

ეს ამბავი საკმაოდ გახმაურებულია, თუმცა ახალ თაობაში ბევრმა არ იცის. წამალი, რომელსაც ორსულებსა და მეძუძურებს უნიშნავდნენ და რომელმაც ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია - კიდურების გარეშე დაბადებული ბავშვები.1945 წელს ერთ-ერთმა გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Chemie Grünenthal-მა იაფი ანტიბიოტიკისა და პეპდიდების შექმნის მიზნით ჩაატარა ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ იქნა პრეპარატი, რომელსაც ტალიდომიდი (Thalidomide) უწოდეს და დაიწყეს კვლევა, როგორ და რისთვის შეიძლებოდა მისი ყველაზე ეფექტურად გამოყენება. თავდაპირველი დანიშნულების თანახმად, პრეპარატი უნდა გამოყენებულიყო კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, თუმცა ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ეს პრეპარატი კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგებოდა, მას არ გააჩნდა ამ პროცესთან გამკლავების უნარი. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ტალიდომიდის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად ცხოველები არ იღუპებოდნენ, რამაც მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წამალი უსაფრთხო იყო.1955 წელს ახალი პრეპარატის ნიმუშები კომპანიამ უფასოდ გაუგზავნა გერმანულ და შვეიცარიულ კლინიკებს.ამ პრეპარატის მიმღები ადამიანები ადასტურებდნენ, რომ მართალია, ეს წამალი ვერ ბლოკავდა კრუნჩხვებს, თუმცა პრეპარატს გააჩნდა დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტი. პაციენტები ამტკიცებდნენ, რომ წამლის მიღების შედეგად ისინი მშვიდდებოდნენ და ბუნებრივ ძილში გადადიოდნენ, ეს პროცესი მთელი ღამე გრძელდებოდა.ახალი პრეპარატის მოქმედებამ და შესაძლებლობებმა ბევრი თერაპევტი დააინტერესა, დამაშვიდებელი და ხანგრძლივი ძილის მომგვრელი წამალი სხვა დამამშვიდებელი პრეპარატების ფონზე აშკარად გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ წამლის გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში თითქმის გამორიცხული იყო სუიციდი.მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები დადებითად აფასებდნენ წამლის მოქმედებას, პრეპარატის ლიცენზირებისთვის ეს საკმარისი არ იყო, საჭირო იყო წამლის ეფექტურობის დამამტკიცებელი ფაქტები.საინტერესოა, რომ ცხოველებზე აღნიშნული წამალი ძილის მომგვრელ ეფექტს არ იძლეოდა, ამიტომაც, კომპანიის თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, შეექმნათ ახალი უჯრედი, რომელიც ცხოველების მოქმედებას შეანელებდა. კომისიაზე წარდგენისას ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მართალია, წამალი არ აძინებდა, თუმცა მკვეთრად ანელებდა მოძრაობებს სხვა სედატიურ პრეპარატებთან შედარებით, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პრეპარატს ლიცენზია მიეღო და მოეპოვებინა გავრცელების უფლება.1957 წელს პრეპარატი ოფიციალურად გამოვიდა გერმანულ ბაზარზე Contergan-ის სახელწოდებით. 1958 წელს კი დიდმა ბრიტანეთმა გამუშვა იგივე პრეპარატი სახელწოდებით Distaval. გარდა ამისა, ტოლიდომიდი ბაზარს მიეწოდებოდა სხვადასხვა წამლის შემადგენლობაში, მაგალითად Asmaval - ასთმის წინააღმდეგ, Tensival - არტერიული წნევის წინააღმდეგ. მოკლედ, ახალი პრეპარატი ევროპის 46 ქვეყანაში, სკანდინავიაში, აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ მაერიკაში გამოდიოდა და იყიდებოდა, 37 სხვადასხვა სახელწოდებით. არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა ამ პრეპარატის დამატებითი გამოკვლევა.1958 წელს კომპანიაში მივიდა წერილი, რომელშიც იყო საუბარი იმაზე, რომ ეს პრეპარატი ძალიან კარგად მოქმედებდა ორსულებსა და მეძუძურ დედებზე. ეს პუნქტი მალევე გაჟღერდა სარეკლამო განცხადებაში დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევა ნაყოფზე არ ჩატარებულა არც გერმანიაში და არც დიდ ბრიტანეთში. ასე რომ, ტალიდომიდი წარმატებულად გამოიყენებოდა ორსულებში ისეთი უსიამოვნო შეგრძნებების მოსახსნელად, როგორიც არის გულისრევა, უძილობა და შფოთი.1959 წლიდან კომპანიაში გახშირდა ისეთი წერილები, სადაც საუბარი იყო ამ პრეპარატის უკუჩვენებეზე, ისეთზე, როგორიც იყო პერიფერიული ნეფრიტი. შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ პრეპარატი აუცილებლად უნდა გამოყენებულიყი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ეს იყო და ეს... ტალიდომიდი კვლავაც ლიდერობდა ფარმაცევტულ ბაზარზე. ბევრ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა და ბევრგან მარტო ასპირინს თუ ჩამორჩებოდა. გერმანული კომპანიის მიზანი კი გახდა, უარეყო ამ პრეპარატის კავშირი პერიფერიულ ნეფრიტთან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა წამლის გაყიდვის შეზღუდვას.1960 წელს ამერიკაში მოითხოვეს პრეპარატ Kevadon-ის, იგივე ტალიდომიდის შესწავლა.ამერიკული კანონის თანახმდ, წამლის ლიცენზირებისთვის საჭირო იყო მხოლოდ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დასტური. იგივე კანონების თანახმად, ნებადართული იყო პრეპარატის სასინჯად გამოყენება მის ლიცენზირებამდე, რამაც გამოიწვია ის, რომ გავრცელდა 2 500 000 ტაბლეტი, დანიშნულეს ამბავი საკმაოდ გახმაურებულია, თუმცა ახალ თაობაში ბევრმა არ იცის. წამალი, რომელსაც ორსულებსა და მეძუძურებს უნიშნავდნენ და რომელმაც ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია - კიდურების გარეშე დაბადებული ბავშვები... ეს ჩვენი უახლოესი წარსულია და მისი გაცნობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმის ფონზე, რომ უამრავი სხვადასხვა დასახელების და დანიშნულების წამალი შემოდის ჩვენს ქვეყანაში და არც ისე იშვიათად ჩვენც ექსპერიმენტების მსხვერპლნი ვხდებით, რადგან ბევრი ახალი პრეპარატი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი და მისი მოსალოდნელი შედეგებიც არ არის დაზუსტებული.1945 წელს ერთ-ერთმა გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Chemie Grünenthal-მა იაფი ანტიბიოტიკისა და პეპდიდების შექმნის მიზნით ჩაატარა ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ იქნა პრეპარატი, რომელსაც ტალიდომიდი (Thalidomide) უწოდეს და დაიწყეს კვლევა, როგორ და რისთვის შეიძლებოდა მისი ყველაზე ეფექტურად გამოყენება. თავდაპირველი დანიშნულების თანახმად, პრეპარატი უნდა გამოყენებულიყო კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, თუმცა ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ეს პრეპარატი კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგებოდა, მას არ გააჩნდა ამ პროცესთან გამკლავების უნარი. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ტალიდომიდის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად ცხოველები არ იღუპებოდნენ, რამაც მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წამალი უსაფრთხო იყო.1955 წელს ახალი პრეპარატის ნიმუშები კომპანიამ უფასოდ გაუგზავნა გერმანულ და შვეიცარიულ კლინიკებს.ამ პრეპარატის მიმღები ადამიანები ადასტურებდნენ, რომ მართალია, ეს წამალი ვერ ბლოკავდა კრუნჩხვებს, თუმცა პრეპარატს გააჩნდა დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტი. პაციენტები ამტკიცებდნენ, რომ წამლის მიღების შედეგად ისინი მშვიდდებოდნენ და ბუნებრივ ძილში გადადიოდნენ, ეს პროცესი მთელი ღამე გრძელდებოდა.ახალი პრეპარატის მოქმედებამ და შესაძლებლობებმა ბევრი თერაპევტი დააინტერესა, დამაშვიდებელი და ხანგრძლივი ძილის მომგვრელი წამალი სხვა დამამშვიდებელი პრეპარატების ფონზე აშკარად გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ წამლის გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში თითქმის გამორიცხული იყო სუიციდი.მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები დადებითად აფასებდნენ წამლის მოქმედებას, პრეპარატის ლიცენზირებისთვის ეს საკმარისი არ იყო, საჭირო იყო წამლის ეფექტურობის დამამტკიცებელი ფაქტები.საინტერესოა, რომ ცხოველებზე აღნიშნული წამალი ძილის მომგვრელ ეფექტს არ იძლეოდა, ამიტომაც, კომპანიის თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, შეექმნათ ახალი უჯრედი, რომელიც ცხოველების მოქმედებას შეანელებდა. კომისიაზე წარდგენისას ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მართალია, წამალი არ აძინებდა, თუმცა მკვეთრად ანელებდა მოძრაობებს სხვა სედატიურ პრეპარატებთან შედარებით, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პრეპარატს ლიცენზია მიეღო და მოეპოვებინა გავრცელების უფლება. 1957 წელს პრეპარატი ოფიციალურად გამოვიდა გერმანულ ბაზარზე Contergan-ის სახელწოდებით. 1958 წელს კი დიდმა ბრიტანეთმა გამუშვა იგივე პრეპარატი სახელწოდებით Distaval. გარდა ამისა, ტოლიდომიდი ბაზარს მიეწოდებოდა სხვადასხვა წამლის შემადგენლობაში, მაგალითად Asmaval - ასთმის წინააღმდეგ, Tensival - არტერიული წნევის წინააღმდეგ. მოკლედ, ახალი პრეპარატი ევროპის 46 ქვეყანაში, სკანდინავიაში, აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში გამოდიოდა და იყიდებოდა, 37 სხვადასხვა სახელწოდებით. არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა ამ პრეპარატის დამატებითი გამოკვლევა.1958 წელს კომპანიაში მივიდა წერილი, რომელშიც იყო საუბარი იმაზე, რომ ეს პრეპარატი ძალიან კარგად მოქმედებდა ორსულებსა და მეძუძურ დედებზე. ეს პუნქტი მალევე გაჟღერდა სარეკლამო განცხადებაში დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევა ნაყოფზე არ ჩატარებულა არც გერმანიაში და არც დიდ ბრიტანეთში. ასე რომ, ტალიდომიდი წარმატებულად გამოიყენებოდა ორსულებში ისეთი უსიამოვნო შეგრძნებების მოსახსნელად, როგორიც არის გულისრევა, უძილობა და შფოთი.1959 წლიდან კომპანიაში გახშირდა ისეთი წერილები, სადაც საუბარი იყო ამ პრეპარატის უკუჩვენებაზე, ისეთზე, როგორიც იყო პერიფერიული ნეფრიტი. შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ პრეპარატი აუცილებლად უნდა გამოყენებულიყი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ეს იყო და ეს... ტალიდომიდი კვლავაც ლიდერობდა ფარმაცევტულ ბაზარზე. ბევრ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა და ბევრგან მარტო ასპირინს თუ ჩამორჩებოდა. 1960 წელს ამერიკაში მოითხოვეს პრეპარატ Kevadon-ის, იგივე ტალიდომიდის შესწავლა.ამერიკული კანონის თანახმდ, წამლის ლიცენზირებისთვის საჭირო იყო მხოლოდ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დასტური. იგივე კანონების თანახმად, ნებადართული იყო პრეპარატის სასინჯად გამოყენება მის ლიცენზირებამდე, რამაც გამოიწვია ის, რომ გავრცელდა 2 500 000 ტაბლეტი, დანიშნულება მიეცა 20 000 პაციენტს. ექიმებმა ეს წამალი უვნებლად და ეფექტურად მიიჩნიეს, თუმცა ექიმი ფრენსის ო. კესლი უკმაყოფილო დარჩა საკონტროლო ტესტის პასუხებით - ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ პრეპარატის მწარმოებელმა კომპანიამ კარგად იცოდა წამლის უკუჩვენების შესახებ ნეფრიტთან დაკავშირებით, თუმცა ამ ფაქტს არ ახმაურებდა და მის მიჩქმალვას ცდილობდა. მიუხედავად საკმაოდ სერიოზული ზეწოლისა კომპანიის მხრიდან, ამ ქალბატონმა არ დაუჭირა მხარი პრეპარატის გავრცელებას და შედეგად, ამ წამალმა ვერ მოახერხა ამერიკის ფარმაცევტულ ბაზარზე შეღწევა. მაშინ ამ ქალბატონმა კიდევ არ იცოდა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ამ გადაწყვეტილების მიღებით. 1956 წლის 25 დეკემბერს შტოლბერგში, Chemie Grünenthal-ის კომპანიის წარმომადგენლის ოჯახში დაიბადა გოგონა ყურების გარეშე. კომპანიის წარმომადგენელი ფეხმძიმე მეუღლეს ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუდასტურებელ პრეპარატს აძლევდა, რომელიც სამსახურიდან ჰქონდა წაღებული. მაშინ ამ პრეპარატის მიღებას და ასეთი ბავშვის დაბადებას ერთმანეთს არავინ უკავშირებდა, რადგან მსგავსი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ადრეც დაფიქსირებულა. თუმცა, ტალიდომიდის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაბადებულ ბავშვთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. 1961 წელს კი ექიმმა პედიატრმა ჰანს რუდოლფ ვიდემანმა საზოგადოებას ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა და ფაქტები ეპიდემიად შეაფასა.1961 წლის ბოლოს, თითქმის ერთდროულად პროფესორმა ლენცმა გერმანიაში და დოქტორმა მაკბრაიდმა ავსტრალიაში ერთმანეთს დაუკავშირეს ეს პრეპარატი და თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაბადებული ბავშვები. ყველა დედა ორსულობის დროს ტალიდომიდს იღებდა.ფაქტები თანდათან გახმაურდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, თუმცა ზოგიერთ აფთიაქში პრეპარატი მაინც შეუფერხებლად იყიდებოდა. იტალიასა და იაპონიაში პრეპარატი ამ ამბების შემდეგ კიდევ 9 თვის განმავლობაში იყიდებოდა.ექიმებს დასკვნების თანახმად, 1959 წლიდან დასავლეთ გერმანიაში ტალიდომიდის მსხვერპლი 2000-3000 ბავშვი დაიბადა. საბოლოოდ კი, ამ პრეპარატის მიღების შედეგად 40 000 ადამიანი დაავადდა პერიფერიული ნეფრიტით, 8 000-დან 12 000-მდე ბავშვი დაიბადა სიმახინჯით და მათგან მხოლოდ 5 000 გადაურჩა სიკვდილს და სამუდამოდ ინვალიდი დარჩა.როგორც გაირკვა, ტალიდომიდს აქვს ტერატოგენული მოქმედება, რაც განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ პერიოდში. ერთი ტაბლეტის მიღებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვი სიმახინჯით დაიბადოს.ამ პრეპარატით გამოწვეული სიმახინჯე შეიძლება შეეხოს სხეულის ნებისმიერ ნაწილს. ყველაზე გავრცელებულია ზედა და ქვედა კიდურების არქონა. ტალიდომიდი ასევე მოქმედებს შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბებაზე, ეს ეხება გულს, ღვიძლს, თირკმელებს და ა.შ. ასევე იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. იწვევს ეპილეფსიას, აუტიზმს.ყველაზე საშინელი კი ეს არის, რომ ეს ყველა დეფექტი შესაძლოა მემკვიდრეობით გადაცემას დაექვემდებაროს. მაგალითად სპეციალისტებმა მოიყვანეს 15 წლის რებეკას მაგალითი, რომლის ბებიაც იღებდა ტალიდომიდს. გოგონა დაიბადა მოკლე ხელებით და თითო ხელზე ჰქონდა სამ-სამი თითი. ეს გახლავთ ამ პრეპარატთან დაკავშირებული ტიპიური დეფექტი...ეს ამბავი კიდევ ერთი საშიში გაფრთხილებაა სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომ არ გამოიყენონ პაციენტები დაუდგენელი და გამოუკვლევი წამლების შემოწმებისა და ექსპრიმენტებისთვის.