ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ნათია

საზოგადოება 1714940646

ტრაგედია ნათია თოდუას ოჯახში - მომღერალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა.მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.,,მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დავკარგე ჩემი ძვირფასი მამიკო.მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, - დაწერა მომღერალმა.

წმინდა გიორგი

საზოგადოება 1714939345

დღეს გიორგობაა!

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს, გიორგობას აღნიშნავს.ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა.მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს.წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი.წმინდა გიორგი ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

საფლავი

საზოგადოება 1714938231

რომელი სიტყვების წარმოთქმას უნდა მოვერიდოთ სასაფლაოზე გასვლის და უკან, სახლში დაბრუნების დროს - გასათვალისწინებელი წესები

მიცვალებულთა ხსენების დღეს ბევრი ადამიანი სასაფლაოზე წასვლის ტრადიციას იცავს. არავინ გიკრძალავთ, რომ სასაფლაოზე გარდაცვლილი ნათესავები სხვა დღეებშიც მოინახულოთ. მარადიული განსასვენებელი ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს. ამ ადგილის მონახულება ყოველთვის ძალას გვართმევს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ცოცხალთა სამყაროში უსიამოვნებები არ შეიტანოთ. არსებობს ერთგვარი წესები და ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც სასაფლაოზე ყოფნისას უნდა თქვათ.პირველი წესი ამბობს, რომ მიცვალებულებს ისე არ უნდა ესაუბროთ, როგორც ცოცხლებს. ბევრი ადამიანი სასაფლაოზე გარდაცვლილს ესალმება. არ თქვათ სიტყვა „გამარჯობა“. ალოგიკურია მიესალმო ადამიანს, რომელიც ცოცხალი აღარაა. უმჯობესია თქვათ, „ცათა სასუფეველი“. ასეთი მიმართვა უფრო გონივრული და სწორია.სასაფლაოდან გასვლისას არ თქვათ სიტყვები „მომავალ შეხვედრამდე“ ან „ნახვამდის“. ამ ქვეყნიდან მალე წასვლა არ ისურვოთ. უმჯობესია, მიცვალებულებს სთხოვოთ, რომ ცოცხალთა სამყაროში არ გამოჩნდნენ და არ შეგაწუხონ. პირობა მიეცით, რომ კიდევ მოინახულებთ. თუ ამ წესს არ დაიცავთ, ცუდი ენერგეტიკით აივსებით და მალე სისუსტეს იგრძნობთ.მიცვალებულთა ხსენების დღეს ბევრი ადამიანი სასაფლაოზე წასვლის ტრადიციას იცავს. არავინ გიკრძალავთ, რომ სასაფლაოზე გარდაცვლილი ნათესავები სხვა დღეებშიც მოინახულოთ. მარადიული განსასვენებელი ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს. ამ ადგილის მონახულება ყოველთვის ძალას გვართმევს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ცოცხალთა სამყაროში უსიამოვნებები არ შეათრიოთ. არსებობს ერთგვარი წესები და ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც სასაფლაოზე ყოფნისას უნდა თქვათ.ჯადოსნური სიტყვასასაფლაოზე ქცევის სულ ოთხი წესია, მაგრამ მათი შესრულება აუცილებელია, რომ ნეგატივისგან თავი დაიცვათ.პირველი წესი ამბობს, რომ მიცვალებულებს ისე არ უნდა ესაუბროთ, როგორც ცოცხლებს. ბევრი ადამიანი სასაფლაოზე გარდაცვლილს ესალმება. არ თქვათ სიტყვა „გამარჯობა“. ალოგიკურია მიესალმო ადამიანს, რომელიც ცოცხალი აღარაა. უმჯობესია თქვათ, „ცათა სასუფეველი“. ასეთი მიმართვა უფრო გონივრული და სწორია.სასაფლაოდან გასვლისას არ თქვათ სიტყვები „მომავალ შეხვედრამდე“ ან „ნახვამდის“. ამ ქვეყნიდან მალე წასვლა არ ისურვოთ. უმჯობესია, მიცვალებულებს სთხოვოთ, რომ ცოცხალთა სამყაროში არ გამოჩნდნენ და არ შეგაწუხონ. პირობა მიეცით, რომ კიდევ მოინახულებთ. თუ ამ წესს არ დაიცავთ, ცუდი ენერგეტიკით აივსებით და მალე სისუსტეს იგრძნობთ.მეორე წესი ამბობს, რომ სასაფლაოდან გასვლისას უკან მოხედვა არ შეიძლება. მაშინაც კი, თუ ვინმე გეძახით. უბრალოდ გაჩერდით და მის მოახლოებას დაელოდეთ.ეს აიხსნება იმით, რომ გასასვლელში ბევრი მოუსვენარი სულია, რომელთაც ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება სურთ. მათ გასვლა მხოლოდ ადამიანის მოწვევით შეუძლიათ. თავის უკან მობრუნება მათთვის მოწვევას ნიშნავს.სასაფლაოზე მიწა მის მკვიდრებთან ერთად იმქვეყნად გადადის. ის მთელ ნეგატივს შთანთქავს. იქ მიწიდან რაიმეს აღება არ ღირს. ეს მესამე წესია, რომელიც ადამიანთა სულების მარადიულ განსასვენებელს ეხება.მაშინაც კი, თუ ძალიან ძვირფასი ნივთია,  არ აიღოთ. ჯადოქრები სასაფლაოზე ხშირად ტოვებენ ძვირად ღირებულ მიმზიდველ ნივთებს, რომელიც დაწყევლილია. ასეთი ნივთის აღებით საკუთარ თავს და ახლობლებს უბედურებას მოუტანთ.

ამინდი

საზოგადოება 1714937799

როგორი ამინდი იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში

უამინდობა საქართველოში 6 მაისამდე შენარჩუნდება.გაეცანით დეტალურად მომდევნო 10 დღის ამინდის პროგნოზს.

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1714937400

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძისაქმიანი ურთიერთობებისას, გაითვალისწინეთ, რომ შემთხვევით გაგონილი ჭორები, შესაძლოა, სიმართლის შემცველი იყოს. იყავით ფრთხილი და წინდახედული, რომ მახეში არ გაებათ.კუროიმოქმედეთ მხოლოდ სამართლიანობის დაცვით, მარტივად ნურავის ენდობით, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი იმედგაცრუება.ტყუპებიდიდი ალბათობით, იოლად გაუმკლავდებით წარმოქმნილ პრობლემებს, გამოიჩინეთ მეტი ოპტიმიზმი და ყველაფერს მოაგვარებთ.კირჩხიბისაპასუხისმგებლო საქმეებთან დაკავშირებით, თქვენი მიდგომები ფინანსურ წარმატებას მოიტანს, შესაძლოა, დაგასაჩუქრონ კიდეც.ლომიდროა, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და სხვათა პრობლემების წამოკიდება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ზიანს მოგიტანთ.ქალწულიელოდეთ სასიამოვნო ცვლილებებს, მიუხედავად მრავალი საქმისა, განწყობა და ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალი გაქვთ.სასწორიოპტიმიზმით სავსე ხართ, გაუზიარეთ თქვენი იდეები და განწყობა ახლობელ ადამიანებს, მნიშვნელოვან საქმეებს ნუ გადადებთ სამომავლოდ, იმოქმედეთ.მორიელითქვენში შემოქმედებითი ნიჭი იღვიძებს, პოზიტიური ამბავი გახარებთ, მაგრამ ამასთან ერთად ნუ დაივიწყებთ თქვენს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს, როგორც ოჯახის წევრების, ასევე გარშემომყოფების მიმართ.მშვილდოსანიშეეცადეთ, ახლებური ხედვა და მიდგომები გამოიყენოთ საქმიანობაში, მეტი ენთუზიაზმით მიუდექით თქვენს მოვალეობებს.თხის რქამთელი დღე, შესაძლოა, პროფესიული საკითხებისა და ფინანსური წყაროების ძებნით იყოთ დაკავებული, ოჯახში, შესაძლოა, გარკვეული სიტუაციების გარჩევა მოგიწიოთ, ასევე, დიდია უსიამოვნო ჭორების ალბათობა.მერწყულიიყავით თავდაჯერებული, გაბედულად აკეთეთ ახალი საქმეები, რადგან ხელსაყრელი გარემოება დაგეხმარებათ ისეთი საკითხების განხორციელებაში, რომელიც ადრე რისკთან იყო დაკავშირებული.თევზებიირგვლივ სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევს. ნუ აიღებთ თქვენს თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. რათა თავი აარიდოთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლილობას და გამოფიტვას.