გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

01:08 01-14-2020
66

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტაქსი შეეჯახნენ.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რომლის მძღოლიც სავარაუდოდ ნასვამი იყო.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას გულისხმობს. დაკავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.