ისანში მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

19:22 01-13-2020

მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.