სასაზღვრო პოლიციის უფროსი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ნიკოლოზ შარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას შეხვდა. სასაზღვრო ჯარებში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საზღვრის დაცვის და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას დაათვალიერებინეს და გააცნეს სასაზღვრო ჯარების სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობა.

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას სასაზღვრო პოლიციის უფროსს, გენერალ-მაიორ ნიკოლოზ შარაძეს უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედალი თანამშრომლობისთვის გადაეცა.