ისანში მეორადი ტექნიკის საწყობში ხანძარია

18:33 01-13-2020
43

ისანში, მეორადი ტექნიკის საწყობში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 200-300 კვ.მ. ფართობზეა გავრცელებული.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.