ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

24 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობა

მსოფლიო 1714113540

24 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობა - დანაშაული სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე აღიარა ქალმა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა (უცხოეთი)

საზარელი მკვლელობის საქმე, რომელიც 24 წლის შემდეგ გაიხსნა - მკვლელმა დანაშაული სიკვდილის წინ აღიარა.შემთხვევა დასავლეთ ვირჯინიაში 2000 წელს მოხდა. ქალმა სასიკვდილოდ დაჭრა სიუზან კარტერი და მისი 10 წლის ქალიშვილი ნატაშა.იმ პერიოდში კარტერები ლარი უების ოჯახში ცხოვრობდა. სახლიდან დიდი ოდენობის თანხა დაიკარგა. ლარიმ თანხის დაკარგვაში სიუზანი დაადანაშაულა. კამათის დროს ქალი და მისი შვილი მოკლა. ცხედრები ჯერ სახლში დამალა და მეორე დღეს ტყეში დამარხა.ლარი უები თავიდანვე იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ პოლიციამ მტკიცებულება ვერ იპოვა. მას ბრალი 2023 წელს წაუყენეს, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო ჯანმრთელობის გაუარესების გამო. დანაშაულში ბრალდებული სიცოცხლის ბოლო წუთამდე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. უკანასკნელად გამომძიებლეთან საუბრის დროს ლარიმ დანაშაული აღიარა. მომხდარი დეტალურად აღწერა და ცხედრების ადგილმდებარეობაც მიუთითა.პოლიციამ გვამები იპოვა. მოკლულის მეუღლე ამბობდა, რომ ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ მის ცოლ-შვილს იპოვიდა.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1714113236

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს:მთაწმინდის რაიონი - კოტე მესხის N2-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:20-დან 13:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: კოტე მესხის, ალექსანდრე ჭავჭავაძის მე-2 შესახვევი, გიგაური, ზედგენიძე და ჟღენტის ქუჩებს.საბურთალოს რაიონი - დიდი დიღომი, პეტრე იბერის 1 შეს. N15-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:10-დან 16:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: პეტრე იბერის N24, N26, 1 შესახვევს, დემეტრე თავდადებულის N30.ვაკის რაიონი - წყალი შეუწყდათ ავარიულად ნინო ჟვანიას ქუჩის N3-თან დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 17:00-საათზე. წყალმომარაგება შეუწყდა:  ნინო ჟვანიას და რევაზ ჯაფარიძის პირველ შესახვევს.ნაძალადევის რაიონი - წყალი შეუწყდათ ავარიულად კავთისხევის ქუჩის N14ა-თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 17:00-საათზე. წყალმომარაგება შეუწყდა: წმინდა მექლისედეკი, საყვირი, დეპო, კავთისხევი, სვანეთი, ხევსურეთი, ლეჩხუმის ქუჩებს.სამგორის რაიონი - თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N14-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 11:55-დან 26/04 09:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ლილოს დასახლება 1, 2 მკ/რ რაიონებს, 1 კვარტალს, მე-2 კვარტლის 1 -8 მდე, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის ქუჩას, სტურუას ქუჩას, მეფრინველეობის ქუჩას, აფხაზავას ქუჩას, ნამორაძის ქუჩას, სოფ.დიდი ლილო, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლება, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დას. აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89, ამერიკულ ლაბორატორიას, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის ქუჩებს და ლილოს დასახლების 2 მ/რ. 10,11,12 კორპუსებს.თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N14 თან ქსელზე დაზიანება აღდგენილია, წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 14:00-მდე.

pentagoni

მსოფლიო 1714113031

აშშ-ის სამხედროებმა საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი - პენტაგონი

აშშ-ის სამხედროებმა საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა.„შემიძლია, დავადასტურო, რომ აშშ-ის სამხედრო გემებმა, მათ შორის USNS Benavidez-მა, დაიწყეს დროებითი ნავსადგომის საწყისი ეტაპების მშენებლობა სანაპიროზე”, – განუცხადა პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებს.მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავდა, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გამხდარიყო შესაძლებელი.

germania

პოლიტიკა 1714112951

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.„საქართველოში ყოველ ღამით ათასობით ადამიანი სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად საპროტესტო აქციას მართავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.  Thousands in #Georgia protest every night for free speech and a vibrant civil society. #EU candidate status represents a historical opportunity. The Georgian government has a responsibility not to willfully obstruct the country’s path to a European future. — GermanForeignOffice (@GermanyDiplo) April 25, 2024

ვედანტ პატელი

პოლიტიკა 1714112875

ვედანტ პატელი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს პრესკონფერენციაზე კითხვა ჟურნალისტმა, რუსა შელიამ დაუსვა: „დღეს ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას, ვიდრე კანონპროექტი არსებობს და ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ყველა დასავლელ პარტნიორს, განიხილონ სანქციების დაწესება. არის თუ არა ეს ინფორმაცია სერიოზული მსჯელობის საგანი კონგრესში, როგორ უნდა მოახდინოთ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ან გვითხრათ, ნამდვილად სერიოზული დისკუსიები გაქვთ კონგრესთან ამ საკითზე?“.„არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას რაიმე კონსულტაციებზე კონგრესში, თუმცა გეტყვით, რომ ამ კანონპროექტზე უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ჩვენ ვხედავთ მსგავს კანონპროექტს კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც ავიწროებენ მედიაორგანიზაციებს, ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია“,- განაცხადა ვედანტ პატელმა.