ნიუ-იორკში ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

00:13 01-12-2020
1098

ნიუ-იორკში ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაიცვალა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს საელჩოს  მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს.

„ნიუ-იორკში, თავის ბინაში, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს ამერიკაში მოღვაწე უნიჭიერესი ქუთაისელი ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური. ახლა მთავარი პრობლემაა არ მოხვდეს ის უპატრონოთა სასაფლაოზე თუ არავინ გამოჩნდა მიმხედავი. მე მოვუწოდებ საქართელოს ელჩს ამერიკის შეერთბულ შტატებში ბატონ დავით ბაქრაძეს, მოახდინეთ დაკრძალვის ღირსეული ორგანიზება. ელჩობა მარტო ის არაა მილიონი დოლარებით გატენილი ჩემოდნებით იარო ბიძინა ივანიშვილის სულწაწყმედილ ლობისტებთან. ელჩობა ჯერ ქვეყნის და ადამიანების მსახურებაა უპირველესად. ასევე მოვუწოდებ ნიუ-იორკში მყოფ ქართულ საზოგადოებას გამოიჩინეთ ყურადღება, ისე ნუ ვიზამთ, რომ ფიროსმანივით ამ უნიჭიერესი მხატვრის საფლავიც საძებნელი გაგვიხდეს შემდგომ“ - წერს შალვა ნათელაშვილი.