განიავებადი ფეხსაცმელი და მაგიდა საწოლი... - რა გამოგონებები დააპატენტეს ქართველებმა გასულ წელს

18:28 01-10-2020
189

გასულ წელს „საქპატენტი“ როგორც ჩანს, მთელი დატვირთვით მუშაობდა, რადგან მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში უამრავი დასკვნა დევს.

დავინტერესდით, რა გამოგონებები აქვთ ქართველებს და ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ.

მაგალითად, ლურჯი მოცვის ახალი ჯიში,  „ZF08-070“, რომელიც დანარჩენებისგან გამოირჩევა იმით, რომ აქვს შესანიშნავი სიმძლავრე, ვერტიკალური ზრდის ფორმა, ნაყოფს იძლევა შუა სეზონზე და ისხამს დიდი ზომის კენკრას, ერთგვაროვანი ფორმითა და ღია ცისფერი შეფერილობით.

width=600

ასევე შარშან გამოუგონებიათ მეტად სასარგებლო - ელექტროენერგიის მოხმარების, კონტროლისა და მართვის მოწყობილობა. 

ბოთლის უცნაური დიზაინი

width=600 

კაკლისა და თხილის სამტვრევი მოწყობილობა, ღვარცოფსაწინააღმდეგო კონსტრუქცია, ფეხსაცმელი წყალგაუმტარი და ორთქლგამტარი ლანჩითა და ზედაპირით...

სადღესასწაულო სანთლები

width=600

უამრავი სახის საიუველირო ნაწარმის დიზაინი

width=600

თამაშის ჩატარების ინტერაქტიული სისტემა, ინტერნეტ-ტელევიზიის ქსელის გამოყენებით, რომელიც შეიცავს,  სეტ-ტოპ-ბოქსთან დაკავშირებულ ერთ  ჰოსტ-სერვერს და დამატებით შეიცავს სპორტული ღონისძიებების შედეგებზე ფსონის დადების პლატფორმის სერვერს, მომხმარებლების მიერ შეყვანილი ფსონის მონაცემების შესანახავად.

ავტომობილის ძარის დიზაინი

width=600

ძალზე საინტერესოა განიავებადი ფეხსაცმელი, რომელიც შეიცავს ლანჩას  და მასთან ზედა უბანში დაკავშირებულ ზედაპირის ნაკრებს და აღჭურვილია პრეფერენციული გასასვლელებით ოფლისათვის, რომელიც მომხმარებლის ტერფიდან მიემართება ფეხსაცმლის ზედა გარე კიდისაკენ.

სათვალის დიზაინი

width=600

ასევე გასულ წელს გამოუგონებიათ საფრენი აპარატის ვერტიკალური ფრთასხმულობა, თუმცა ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ მოიძებნა და მხოლოდ ის ვიცით, რომ გამოგონება დაპატენტებულია. 

ჭადრაკის ფიგურები

width=600

ერთ-ერთი გამომგონებლის საინტერესო შეთავაზებაა მაგიდა-საწოლი. ის შეიცავს ჩარჩოს წყვილ ბრტყელ ელემენტს, რომლებსაც გააჩნია ვერტიკალურ სიბრტყეში მობრუნების შესაძლებლობა და შესრულებულია საწოლის თავების ან მაგიდის ზედაპირის ფორმირების შესაძლებლობით. ამასთან, ბრტყელი ელემენტები აღჭურვილია ფიქსატორებით, მაგიდის ზედაპირის ფორმირებისას, მათ შორის გასართი კავშირის უზრუნველსაყოფად. ბრტყელი ელემენტები მიერთებულია ჩარჩოსთან სახსრულად, დგარების მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენს ფილას, ხოლო ჩარჩო აღჭურვილია საყრდენი გორგოლაჭებითა  და რულონური ჟალუზებით.

ჩანთის დიზაინი

width=600ძალზე აქტუალურია ფაროსანას ელექტროსაკლავი აპარატი, რომელიც შეიცავს დიელექტრიკულ ჩარჩოზე ვერტიკალურად, მონაცვლეობით განლაგებულ (+) და (-) პოლარობის ელექტროდებს, მუდმივი დენის 3000-5000 ვოლტ იმპულსურ ძაბვამდე გარდამქმნელ გენერატორს, მუდმივი 12 ვოლტი ძაბვის აკუმულატორს, ჰელიოსისტემას, ფოტოგადამწოდს, ამომრთველსა და ფაროსანას მოზიდვის საშუალებებს, კერძოდ - შუქგამომსხივებელ წყაროსა და ფერომონს.