ირანმა აშშ-ს თვითმფრინავის კატასტროფის საქმის გამოძიებაში ჩართვა შესთავაზა

11:19 01-10-2020
175

ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB), ირანიდან მიიღო მიწვევა, რომ მონაწილეობა მიიღოს თეირანში, უკრაინული თვითმფრინავის ავარიის საგამოძიებო მოქმედებებში. ამის შესახებ ფრანგული „როიტერსი“ წერს. 

სააგანტოს ცნობით, NTSB- მა უკვე დანიშნა აკრედიტირებული წამომადგენელი თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების საქმეში. 

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.