პატრიარქი თეირანში ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელებს უსამძიმრებს

20:33 01-09-2020
62

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს; ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა.